ოლიმპმა ქუთაისში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპმა ქუთაისში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 საკალათბურთო
სუპერლიგის მეორე წრის მეექვსე ტური ქუთაისში ქუთაისისა და ოლიმპის დაპირისპირებით
გაიხსნა. იმერეთის დედაქალაქმა საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას უმასპინძლა.  

  მატჩი თანაბარი
ბრძოლით დაიწყო. პირველ მეოთხედში სტუმრებმა იმარჯვეს 21:18, მორიგი მეოთხედიც  ,,ოლიმპის“ სასარგებლოდ დასრულდა და თამაშის პირველი
ნახევარი 10-ქულიანი უპირატესობით დაასრულა. დიდი შესვენების შემდეგ ქუთაისი გააქტიურდა,
მოიგო მესამე პერიოდი 17:12, ბოლო მეოთხედიც მასპინძელთა სასარგებლოდ 28:25 დასრულდა,
თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის. ოლიმპმა ქუთაისში 78:76 იმარჯვა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშეები:

ქუთაისი- გიორგი ბარბაქაძე 23 ქულა, 6 მოხსნა. რიჩარდ
მათიაშვილი 19 ქულა, 15 მოხსნა.

ოლიმპი- აკაკი დვალიშვილი 20 ქულა, 9 მოხსნა; ლევან
ფაცაცია 17 ქულა, 9 მოხსნა.

ტურის დარჩენილ
თამაშებს ხვალ, თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს:

11:45   თსუ- ბათუმი რსუ

14:00  შსს აკადემია-არმია

16:00  დინამო-თსსუ

18:00  სოხუმი-რუსთავი
მატჩისშემდგომი კომენტარები:

გია კაზანჯიანი(ოლიმპი):
როგორც ყოვეთვის ქუთაისი-ოლიმპის შეხვედრა ბოლო წუთამდე დაძაბული იყო.  მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 11 ქულას ვიგებდით,
თუმცა მასპინძლებმა თამაშში მნიშვნელოვანი გარდატახა შეიტანეს და რომ არა თეიმაურზ
ბაბუნაშვილის არაზუსტი საჯარიმოები, ალბათ დავმარცხებულიყავით. შესაძლოა ითქვას რომ
გაგვიმართლა. რაც შეეხება სტივენ მილოშევიჩს რომელსაც დღეს არ უთამაშია, სრული დატვიირთვით
ვარჯიშს კვირას დაიწყებს და დინამოსთან მატჩში აუცილებლად დაგვეხმარება.

 დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): თავიდან კარგად დავიწყეთ თამაში, თუმცა შემდეგ ოლიმპი
უკეთესად ათამაშდა და შეხვედრა ძალიან დაიძაბა. სამწუხაროა რომ წავაგეთ, თუმცა ჩვენი
გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და მომავალ მატჩებში მაქსიმალურად დავიხარჯებით, რათა ბევრად
უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. პირველ ტაიმში ფეხის ტრავმა მიიღო ბუბა კვიმსაძემ და მეორე
ტაიმში ვეღარ დაგვეხმარა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზული ტრავმაა. ეს
ალბათ უახლოეს დღეებში გარკვევა. რაც შეეხება მომდევნო ტურს, ვეცდებით, რუსთავთან გამარჯვება
მოვიპოვოთ. მიმდინარე ჩემპიონატს, ჩვენი მიზანი ჯერ 8 საუკეთესო გუნდში, შემდეგ კი
ოთხეულში შესვლა იქნება. 
ქუთაისი – ოლიმპი 76:78