ოლიმპის მორიგი გამარჯვება

ოლიმპის მორიგი გამარჯვება

გუშინ ბათუმსა და ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მეოთხე  ტურის  დღეს
თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. 12 საათზე
 ,,ოლიმპისა” და ,,სოხუმის” მატჩი გაიმართა, რომელიც დებიუტანტთა
იოლი გამარჯვებით დასრულდა – 90:76.

  ოლიმპელები
მთელი შეხვედრის განმავლობაში  სოლიდურ უპირატესობას
ფლობდნენ, მეორე პერიოდში დებიუტანტებმა 25-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (47:22),
რაც მთელი მატჩის განმავლობაში შეინარჩუნეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.  

 ,,ოლიმპის” შემადგენლობაში საუკეთესო იყო გიორგი გამყრელიძე, რომელმაც  საკუთარ 
ანგარიშზე 22 ქულა და 7 პასი მიითვალა, ხოლო ორმაგი დუბლი სერბი ლეგიონერის
ილიცა მილუტინოვიჩის ანგარიშზეა – 14 ქულა და 11 მოხსნა.

 სოხუმის გუნდში
გამოირჩა ლაშა ფარღალავა, რომელმაც 38 ქულა და 5 პასი მოაგროვა. ამ შედეგით ლაშამ  მიმდინარე სეზონში რობერტ კრეპსის რეკორდი (34 ქულა) გააუმჯობესა.  18 ქულითა და
13 მოხსნით  ორმაგი დუბლი კი ლევან ფაცაციამ შეასრულა.

  შეგახსენებთ,
რომ  ტურის ცენტრალურ მატში, 14 საათზე ერთმანეთს  ,,არმია”- შსს დაუპირიპირდებიან.