ოლიმპის იოლი გამარჯვება გადადებულ მატჩში

ოლიმპის იოლი გამარჯვება გადადებულ მატჩში

 სტატისტიკა
 გალერეასუპერლიგის პირველი ტურის გადადებულ მატჩს უმასპინძლა
დღეს ახალმა სპორტის სასახლემ. „აკადემიამ“, რომელსაც ბოლო წამს ერგო სუპერლიგის საგზური,
მისთვის სადებიუტო მეორე ტურის მატჩში ღირეული ბრძოლა გაუმართა ქუთაისში ადგილობრივ
გუნდს, თუმცა დღევანდელ მატჩში არაფერი გამოუვიდა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ აკადემიელებს
ისე მოუგო, შანსი არ დაუტოვა. მეორე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე „აკადემიას“
მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა ჩაგდებული ოლიმპელების 44-ის საპირისპიროდ. შესაბამისად, მატჩის
ბედი პირველივე ტაიმში გარკვეული იყო.

აკადემიელებს ბელარუსი ახალწვეული ჰყავთ – ვლადიმერ
კრისევიჩი, რომელმაც შესაძლოა მომავალ მატჩებში კარგად ითამაშოს, თუმცა დღეს მან „ოლიმპის“
ცენტრ მილან ოლუიჩთან ბრძოლაში ვერაფერი გააწყო – ისევე როგორც სხვა დანარჩენმა აკადემიელებმა
მეტოქესთან. ოლიმპელები მობილიზებით, დალაგებულად და შედეგიანად თამაშობდნენ და ის
ორმოცქულიანი უპირატესობის შესანარჩუნებლად, რომელიც მესამე მეოთხედში მოიპოვეს, ბოლო
პერიოდში თავი დიდად არ შეუწუხებიათ. საბოლოოდ კაზანჯიანის გუნდის 31-ქულიანი გამარჯვება
– 93:62. 

„ოლიმპმა“ სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი
გამარჯვება მოიპოვა. აკადემია კი ერთადერთი გუნდია, რომელსაც მოგება არ გააჩნია. მომდევნო,
მესამე ტური 30 და 31 ოქტომბერს – ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

აკადემია – ოლიმპი 93:62
  

გელა წულაძე, „აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი:

– მართალია, წინა მატჩი ქუთაისში კარგად ვითამაშეთ,
მაგრამ ეს იყო უფრო ენთუზიაზმზე ჩატარებული შეხვედრა, რადგან არ შეიძლება გუნდის გაკეთება
5-6 დღეში. ჩვენ მეტი დრო არ გვქონია არც გუნდის დასაკომპექტებლად და არც სავარჯიშოდ.
ლეგიონერი, რომელმაც დღეს ითამაშა, 2 დღის წინ ჩამოვიდა და ისევე როგორც ის, არც სხვები
არიან ერთმანეთთან სათანადოდ შეთამაშებულნი.

 გია კაზანჯიანი,
„ოლიმპის“  მთავარი მწვრთნელი:

– გამიკვირდა
ასე იოლად გამარჯვების მოპოვება. არ ველოდი, რომ „აკადემიას“ 40 ქულით გავასწრებდით
პირველსავე ტაიმში. მეორე ნახევარში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ მატჩის ბედი გადაწყვეტილი
იყო და ეს ამის გამო მოხდა.