სუპერლიგის რეგულარული
სეზონის ბოლო ტური გუშინ ბათუმში დაიწყო, სადაც გულშემატკივართა საქციელის გამო ,,ბათუმსა’’
და ,,შსს აკადემიას’’ შორის გასამართი შეხვედრა შეწყდა და აკადემიელებს ტექნიკური მოგება
– 20:0 ჩაეთვალათ.
დღეს კი ტურის
დარჩენილ 3 შეხვედრას სპორტის სასახლე უმასპინძლებს. პირველ მატჩში ერთმანეთს ,,ოლიმპისა’’
და ,,რუსთავის’’ გუნდები შეხვდებიან. გაგაცნობთ გუნდების მწვრთნელების მიერ წინასამატჩო
პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებს.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): კიდევ ერთხელ მივესალმები ბატონი ოთარის დაბრუნებას
დიდ კალათბურთში, მის გუნდს არცთუ ცუდი შედეგები აქვთ მათი კლუბის შესაძლებლობებიდან
გამომდინარე. ერთი ლიდერი დამარცხებული ჰყავთ, ჩვენც მოგვივეს და დღეს შევეცდებით რევანში
ავიღოთ.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ,,ოლიმპის’’ გუნდის და მათი მწვრთნელის მიმართ. ჩვენც
ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. ამ თამაშს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ, სატურნირო
ცხრილის თვალსაზრისით არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა მაინც ვიბრძოლებთ მოსაგებად.