ოლიმპი-ქუთაისის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ოლიმპი-ქუთაისის წინასამატჩო პრესკონფერენცია

  მედეა მხეიძე(“ქუთაისის” მწვრთნელი): რეგულარული ჩემპიონატი  დასასრულს უახლოვდება და უკვე ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. 
წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები  ვეცადეთ  დღეისთვის გამოგვესწორებინდა და ვნახოთ რა იქნება.  წარმატებას ვუსურვებ ოლიმპის გუნდს.

 დავით თორთლაძე (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): პლეი ოფები ახლოვდება და შესაბამისად გუნდების ხასიათი და ფიზიკური მდგომარეობა იცვლება.  ვერ ვიტყვი რომ ქუთაისის ძლიერ გუნდთან დიდად გამოჩენს ჩვენი გუნდი თავს. ეს უფრო მოსამზადებელი ეტაპი იქნება, რადგან რუსთავთან  სათამაშო გვაქვს. რუსთავთან ერთად  შესაძლოა მხოლოდ ფინანსურ კრიზისში მყოფ “სოხუმს” გავუწიოთ კონკურენციას. ქუთაისელები ლამაზ კალთბურთს თამაშობენ და იმედია სანახაობრივი მატჩი შედგება.