ოლიმპი და არმია ნახევარფინალში არიან

ოლიმპი და არმია ნახევარფინალში არიან

დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი
2012 წლის სქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრებს მასპინძლობს.

დღის პირველ მატჩში
,,ოლიმპმა“ სტუ 87:60 გაანადგურა და ნახევარფინლში გავიდა, სადაც ,,ქუთაისსა“ და ,,დინამოს“
წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ოლიმპელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი
ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა: ილიცა მილუტინოვიჩმა 17 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა,
ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 17 ქულა და 12 მოხსნაა. ,,ტექნიკოსთა“ რიგებში გამოირჩა
გიორგი ხანიაშვილი, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.

დასრულდა ,,არმიასა“ და თსსუ-ს შეხვედრა, სადაც ,,ძალოვნებმა“
იოლად, 109:77 იმარჯვეს და ნახევარფინალში ,,სოხუმსა“ და შსს-ს შორის გამარჯვებულს
დაუპირისპირდებიან. ,,არმიას“ 28 ქულით ბენჟამინ ვუდსაიდმა ულიდერა, ხოლო სამედიცინოს
რიგებში 22 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ფერიაშვილმა შეასრულა.

 შეგახსენებთ,
რომ დღეს აკადემიის დარბაზში კიდევ ორი მატჩი გაიმართება: ნახევარფინალური საგზურისთვის
,,ქუთაისი“-,,დინამო“(16:00) და  ,,სოხუმი“-
შსს(18:00) იბრძოლებენ.

ოლიმპი – სტუ

არმია – თსსუ