დასრულდა სუპერლიგის “ყველა
ვარსკვლავის” მატჩის გამოკითხვა, რომელმაც მეტოქე გუნდების სასტარტო
ხუთეულები გამოავლინა,
ხოლო მწვრთნელებმა ის დარჩენილი 7-7 მოთამაშე დაასახელეს,
რომლებიც ოლ სტარში მონაწილე გუნდებს შეავსებენ.
20
აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს სუპერლიგის ლეგიონერებისა და
ადგილობრივი მოთამაშეების გუნდები დაუპირისპირდებიან. რჩეულ მოთამაშეთა მატჩთან
ერთად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. გამოვლინდება
“ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც
სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულებთან ერთად ოლ სტარის
პარტნიორი “ევრობა-ბეთი” პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვებს.
სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა 13
აპრილიდან მიმდინარეობდა და ის დღეს, 12 საათზე დასრულდა. მთლიანობაში შემოვიდა 44
ათასზე მეტი ხმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მოხვედრის კანდიდატებზე გადანაწილდა.
ქუთაისში “ყველა
ვარსკვლავის” მატჩ-აქციაზე დასწრების მსურველი ჟურნალისტების მგზავრობას
სუპერლიგა უზრუნველყოფს. აქციის მონაწილეები ქუთაისში 20 აპრილს, დილის 9 საათზე,
სპორტის სასახლის ტერიტორიიდან გაემგზავრებიან.
გაგაცნობთ ხმის მიცემის შედეგებს
ადგილობრივთა გუნდი
უკანახაზელი
1063 გივი ბაქრაძე
929 თეიმურაზ ბაბუნაშვილი
908 ლევან ცეკვავა
841 გიორგი გამყრელიძე
759 ირაკლი მიქელაძე
715 ლაშა ფარღალავა
690 გრიგოლ შვანგირაძე
662 რევაზ როგავა
632 ბექა წივწივაძე
631 ბესიკ ლეჟავა
529 მერაბ ბოქოლიშვილი
489 ნიკა რამიშვილი
ფორვარდი
1099 ლევან ფაცაცია
1057 ბექა ჩიკვილაძე
1018 გიორგი ბარბაქაძე
861 დავით ბარბაქაძე
810 ანატოლი ბოისა
636 ზვიად ანთაძე
622 ირაკლი ჩლაიძე
536 მიხეილ ბერიშვილი
494 ირაკლი კეიდია
470 კოკა ტომარაძე
469 ზვიად ბაბიაშვილი
401 რევაზ დიდია
375 ირაკლი საყვარელიძე
ცენტრი
1128 რიჩარდ მათიაშვილი
744 აკაკი დვალიშვილი
427 სერგო ათუაშვილი
413 გიორგი შარაბიძე
390 ბექა ბექაური
357 ვახტანგ ქადარია
338 რევაზ ათანელიშვილი
328 გიორგი ჯგერენაია
299 ილია ლონდარიძე
ლეგიონერთა
გუნდი
უკანახაზელი
ნეით ბოუი 1793
დეონტა ვონი 1659
ლამარ კარიმი 1475
სტენ სოკი 1450
ზაურ ფაშაევი 1396
სტოიაკოვიჩი ბოსკო 1075
ფორვარდი
ქიენ კარტერი 1452
კაელ ნელსონი 1264
ბენჟამინ რეიმონდი 1193
ფლინ კლიმენი 1049
მარტინას
ანდრიუკატისი 884
ჟოლივეტ ტუჯანი 878
იოვან სტეფანოვი 781
ჩად პრევიტი 694
სერჟი ასელაინი 653
ცენტრი
სტეფან მილოშევიჩი 1671
მილან ოლუიჩი 1446
კირკ არჩიბექი 1307
ამას გარდა,
დღეს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ანტიდოპინგური სააგენტოს
ერთობლივი პრესკონფერენცია. კალათბურთის
ფედერაცია და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო თანამშრომლობას იწყებენ.
საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის მატჩებზე ანტიდოპინგური სააგენტოს
თანამშრომლები მოთამაშეებს შესაბამის ტესტირებას ჩაუტარებენ. აღნიშნული ღონისძიება
საქართველოში მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატების პრესტიჟს მნიშვნელოვნად ასწევს
მსოფლიოს ანტისადოპინგო ფედერაციის თვალში.
საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს
ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის სოლიდური გამოცდილება დაუგროვდა, რაც გასულ თვეში
თბილისში ჩატარებული ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატის მომსახურებამაც დაადასტურა.
საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებზე
დოპინგ-სინჯები ჩატარდება “მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა” და
“ტესტირების საერთაშორისო სტანდარტების” სრული დაცვითა და
შესაბამისობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთნ უკვე
თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირი და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე
სისტემატიოურად ტარდება შესაბამისი სინჯების აღება.
კალათბურთის ფედერაციისა და ანტიდოპინგური სააგენტოს აღნიშნული პროექტის
განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს მხარდაჭერით.