მინი კალათბურთი 2002: ფავორიტები გამოიკვეთნენ

მინი კალათბურთი 2002: ფავორიტები გამოიკვეთნენ

გუშინ 53-ე სკოლაში დაწყებული 2002-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს საკალათბურთო აკადემიაში გაგრძელდა. გამართული 6 მატჩის შემდეგ გამოიკვეთნენ ის გუნდები, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

„რუსთავი 1“-მა მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც „მართვეს“ 39:20 მოუგო. მორიგი 2 ქულა მიითვალა გუნდმა „ოვერტაიმმა“, რომელშიც ერთ-ერთი ლიდერი გოგონაა – ნატალია ოთხმეზური.
მეორე გამარჯვება იზეიმეს ქუთაისელებმა, რომლებმაც „კარდინალს“ შანსი არ დაუტოვეს. მეორე ტურიდან ჩაერთო ჩემპიონატში 10 დღის წინ დასრულებული თბილისის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული „აკადემია 1“, რომელმაც გუშინ „დინამოს“ მძლეველი „ბათუმი“ უპრობლემოდ – 51:28 დაამარცხა. თავად „დინამომ“ კი დღეს „გორს“ სძლია.
მესამე ტურის მატჩები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში – 10 საათიდან დაიწყება.
 
21 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ჰიუნდაი – ოვერტაიმი     17:33 (6:8, 7:7, 4:6, 0:12)
ჰიუნდაი: ნ. კიშკო (11)
ოვერტაიმი: გ. გოლიაძე (12)
 
TBC – რუსთავი 2            26:17 (10:6, 4:4, 11:7, 1:0)
TBC: ლ. ქუტიძე (15)
რუსთავი 2: ნ. გიგაური (8)
 
კარდინალი – ქუთაისი    15:26 (4:7, 3:10, 1:2, 7:7)
კარდინალი: ლ. ჩაჩანიძე (10)
ქუთაისი: დ. ძიძიგური (9)
 
მართვე – რუსთავი 1                 20:39 (7:4, 2:15, 7:10, 4:10)
მართვე: ლ. ჩარბაძე (8)
რუსთავი 1: ზ. ვაშაკიძე (12)
 
დინამო – გორი               32:24 (4:6, 13:1, 11:14, 4:3)
დინამო: ლ. გელოვანი (20)
გორი: გ. თავაქარაშვილი (18)
 
აკადემია 1 – ბათუმი                 51:28 (12:4, 10:11, 15:9, 14:8)
აკადემია 1: გ. გოდერძიშვილი (11)
ბათუმი: გ. ოჩხიკიძე (13)