მგზავრების იმედისმომცემი გამარჯვება ოლიმპთან

მგზავრების იმედისმომცემი გამარჯვება ოლიმპთან

 სტატისტიკა   
 გალერეა სუპერლიგის 25-ე ტური დღეს თბილისში გრძელდება. გუშინ
პირველ მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც 1 ქულით დამარცხდა „სოხუმი“, დღეს კი პირველ
მატჩში „მგზავრებმა“ „ოლიმპი“ 89:83 დაამარცხა.

ეს გუნდები ცხრილში VI-VII ადგილებზე იყვნენ განთავსებულნი, თუმცა „მგზავრებს“
ჯერაც აქვს ოთხეულში – შესაბამისად პლეი ოფში გასვლის შანსი და ამ შეხვედრის შედეგს
მეტად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. თავის მხრივ, ოლიმპელებსაც დიდად ეწადათ გამარჯვება,
რადგან ერთის მხრივ პლეი ოფში გასვლი თეორიული შანსი შეენარჩუნებინა, მეორეს მხრივ
კი ქულათა მარაგი შეევსო და ოთხეულის მიღმა დარჩენის შემთხვევაში სუპერლიგაში დასარჩენ
ბრძოლაში უკეთეს ოზიციაში აღმოჩენილიყო.

პირველი მეოთხედი მთლიანად თანაბარი გამოდგა. ლიდერი
ყოველ წუთში იცვლებოდა, მეტოქეები ერთმანეთს ქულა-ქულით მისდევდნენ. პერიოდის ბოლო
წუთზე მცირე უპირატესობა ოლიმპელებმა მოიპოვეს და ათწუთეული 18:15 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან
„მგზავრებმა“ თამაში დაალაგეს და იმდენად გამართული კალათბურთის თამაში იწყეს, რომ
ნაირგვარი კომბინაციითა თუ ინდივიდუალური ოსტატობით ქულებს ქულებზე იხვეჭდნენ.

კაშინ მენსომის, რეჯი  მერფის და ლევან გრძელიძის წინამძღლობით მგზავრებმა
მეორე პერიოდი 31;19 მოიგეს და შედეგიანი თამაში დიდი შესვენების შემდეგაც გააგრძელეს.
მესამე პერიოდის 27:19 გამარჯვების შემდეგ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი „მგზავრები“
73:56 გალიდერდნენ და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად
„მგზავრებს“ მეოთხე პერიოდში თამაშის „დაჭერა“ და მეტოქისთვის გალაღების საშუალების
არმიცემა სჭირდებოდა, რასაც თავი კარგად გაართვა. „ოლიმპის“ მოთამაშეებმა ბოლო წუთებზე
კი მოინდომეს, მაგრამ სოლიდური ჩამორჩენის ბოლომდე აღმოფხვრა ვერ მოახერხეს და „მგზავრებმა“
მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

კაშიმ რენსომმა გამარჯვებულებს 29 ქულით, 8 პასითა და
8 მოხსნით ულიდერა. 17 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 15 – ლევან გრძელიძემ.
რეჯი მერფიმ ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. „ოლიმპში“ 31 ქულით ლაშა
ფარღაავა გამოირჩა. 

მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს. ჯერჯერობით თეორიული შანსი მაინც არის 4-ეულში მოხვედრის, რისი მიზანიც გვქონდა სეზონის დაწყებისთანავე. ბევრი შანსი დავკარგეთ რომ განაღდებული გვქონოდა ოთხეულში ყოფნა. დღესაც ნახეთ, 21 ქულას ვიგებდით და შემდეგ მაინც მოვეშვით. მიუხედავად ამისა მაინც გუნდურად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. 

ლევან ქარაბაქი
(„ოლიმპის“ მწვრთნელი):  გარკვეულ პერიოდში  ნორმალურად ვითამაშეთ, თუმცა გქვონდა ჩავარდნები  როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში.  ბევრი შეცდომა დავუშვით და მეტოქეს თავისუფლად ჩავაგდებინეთ
მნიშვნელოვანი ბურთები. ბოლო მეოთხედში შანსი გქვონდა  და ანგარიშში 
სხვაობაც შეავამცირეთ, თუმცა კვლავ რამდენიმე 3-ქულიანი მივიღეთ ჩვენს კალათში.
მივულოცავ მგზავრების გუნდს, რომელმაც  ჩვენზე  უკეთ ითამაშა და დამსახურებულადაც  გაიმარჯვა.