“მგზავრები-არმია” “ბათუმს” მასპინძლობს

“მგზავრები-არმია”  “ბათუმს” მასპინძლობს

გუშინ, რუსთავში
დაწყებული სუპერლიგის მე-3 ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. დღის პირველ
შეხვედრაში ,,მგზავრები-არმია’’ ,,ბათუმს’’მასპინძლობს. გაგაცნობთ მატჩის დაწყებამდე
გუნდების მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,ბათუმი’’ საკმაოდ ძლიერი გუნდია, მითუმეტეს, რომ ორი
ლეგიონერი ჰყავთ. გამიჭირდება იმაზე ლააპრაკი, რა შედეგი იქნება. ჩვენ რეზო ათანელიშვილი
გვყავს ტრავმირებული, 12 კაცში არის, მაგრამ რამდენად დაიტვირთება არ ვიცი. თამაში
გვიჩვენებს ყველაფერს.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
თამაშისთვის მოვემზადეთ, ტრავმირებულები გვყავს, თუმცა შანსებს 50-50-ზე შევაფასებ.
ჩვენ ბოლომდე მოსაგებად ვიბრძოლებთ.