მეორე წრე დასრულდა

მეორე წრე დასრულდა

 სტატისტიკა
 გალერეა სუპერლიგის მეორე წრე მე-14 ტურით დასრულდა. რეგულარული
ჩემპიონატის ნახევარი მიილია და უკვე შეიშლება ფავორიტები გამოვარჩიოთ. ტურის დასკვნით
მატჩში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში, გვერდიგვერდ მყოფი გუნდები – „რუსთავი“ და
„ოლიმპი“ შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ოლივე გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები
განხორციელდა. ოლიმპის ხელმძღვანელობამ გუნდიდან 3 უცხოელ მოთამაშესთან ერთად მთავარი
მვრთნელიც გაუშვა და სანამ შევსებას მიიღებდა, „რუსთავს“ მოუგო. ოლიმპელებს უკრაინელი
სპეციალისტი ლეონიდ ივატინი გაწვრთნის, რომელმაც დღევანდელ მატჩს ტრიბუნიდან უყურა.

ოლიმპში დებიუტი ჰქონდა უკრაინელ ალექსანდრ კოსენკოვს,
თუმცა მისი წილი სხვებთან შედარებით მოკრძალებული გახლდათ. ოლიმპს ულიდერა ჯერემი ბაინამმა,
რომელმაც შეხვედრა 34 ქულით დაასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ოლიმპმა პირველი ტაიმი 51:29 მოიგო და მიუხედავად იმისა,
რომ რუსთაველებმა მეორე ნახევარში თამაში გამოაკეთეს და თამაშის გადარჩენის შანსიც
ჰქონდათ, თამაში მაინც თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ბოლო პერიოდში ბაინამს რეზო
როგავაც აჰყვა და ამ კალათბურთელების შედეგიანობით ოლიმპმა სეზონის მე-6 გამარჯვება
მოიპოვა.

მეორე წრის შემდეგ სუპერლიგას
ერთპიროვნულად ლიდერობს „ბათუმი“, რომელსაც 14 მოგება და 4 მარცხი აქვს. შემდეგ მოდიან
„დინამო“ და „ქუთაისი“. ამ უკანასკნელს პირად შეხვედრებში უპირატესბის გამო მეორე ადგილი
უჭირავს. ოთხეულს ავსებს „მგზავრები“, რომლებმაც ბოლო 4 მატჩი მოიგეს და აუტსაიდერებიდან
საპლეიოფო ზონაში – ოთხეულში შევიდნენ. 

მატჩისშემდგომი კომენტარები 

ირაკლი მაისურაძე („ოლიმპის“ მწვრთნელი): მინდა მივულოცო ყველა გულშემატკივარს მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება. მოგეხსენებათ, ძალიან რთული შეხვედრა მოვიგეთ. გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი, გუნდის მენეჯერი და 5 წამყვანი მოთამაშე, რომელიც წყვეტდნენ მოედანზე თამაშის ბედს, რომლებიც ძირითადში თამაშობდნენ. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიურად ძნელი თამაში მოვიგეთ. კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველა გულშემატკივარს და ბიჭებს მადლობას გადავუხდი. 

რამაზ გოგობერიშვილი („რუსთავის“ მწვრთნელი): ძნელია რაიმეს თქმა, პირველ 2 ტაიმში წავაგეთ შეხვედრა. როცა გონს მოვეგეთ უკვე გვიანი იყო. დაცვა საერთოდ არ გვივარგოდა. ცოტა ადრე რომ გამოვფხიზლებულიყავით ან კიდევ გვქონოდა დრო აუცილებლად მოვიგებდით