ლიდერთა მატჩი შსს-მ მოიგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ლიდერთა მატჩი შსს-მ მოიგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 ჩემპიონატის ლიდერთა მატჩი „შსს-აკადემიას“ გამარჯვებით
დამთავრდა. გიორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილმა აკადემიელებმა „ოლიმპს“ ბოლო მეოთხედში
გამოჩენილი

 სიმტკიცით აჯობეს და სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ. თამაში ისე მიმდინარეობდა, როგორც ლიდერთა მატჩს ეკადრება
– დაძაბულად და საინტერესოდ. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის
მოპოვებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ხშირად წინ „შსს-აკადემია“ იყო. პირველი
მეოთხედი კეცელიდისის გუნდმა 15:14 მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულის შუაში „ოლიმპმა“
6 ქულით დაწინაურება მოახერხა. შეცვლაზე შემოსულმა უკანახაზელებმა – ირაკლი მიქელაძემ
და ირაკლი გულისაბედაშვილმა ჯამში 12 ქულა მიითვალეს და გია კაზანჯიანის გუნდი
28:22 დაწინაურდა.

 მოპოვებული უპირატესობა ოლიმპელებმა ვერ შეინარჩუნეს.
შსს-ელი ბენჟამინ რეიმონდის აქტიურობითა და შედეგიანობით კეცელიდისის გუნდი დაწინაურდა
და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 31:28. მესამე მეოთხედშიც თანაბარი
თამაში გაგრძელდა და უკვე ცხადი იყო, მატჩის ბედი ბოლო წუტებზე გადაწყდებოდა. ასეც
მოხდა. მეოთხე პერიოდი აკადემიელებმა მძლავრად დაიწყეს და თამაშის დასრულებამდე 6 წუთით
ადრე 57:47 დაწინაურდნენ – რეიმონდი და კირკ არჩიბექი შედეგიანად უტევდნენ „ოლიმპის“
კალათს.

 კაზანჯიანის გუნდმა ბოლო მეოთხედის პირველი ქულა მისი
დაწყებიდან 5 წუთში მოიპოვა, თუმცა პირველ ჩაგდებულ ბურთს კიდევ რამდენიმე მიაყოლა
და ერთწუთეული ოლიმპელებმა 7:0 მოიგეს. თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიშში
სხვაობა 2 ქულა იყო „შსს-აკადემიის“ სასარგებლოდ, თუმცა დარჩენილ დროში კეცელიდისის
გუნდმა დიდი ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოავლინა და მატჩი ისე ჩამთავრდა, „ოლიმპს“
წარმატების შანსი არ მისცემია.

 „შსს-აკადემიაში“ ამერიკელი ლეგიონერები – ბენჟამინ
რეიმონდი (24 ქულა, 9 მოხსნა) და კირკ არჩიბექი (22 ქულა, 11 მოხსნა) გამოირჩნენ. დამარცხებულთაგან
15 ქულითა და 19 ქულით ორმაგი დუბლი სტევან მილოშევიჩმა მიითვალა, ხოლო ლევან ფაცაციამ
პირად ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა.

 ამ გუნდების პირველი წრის მატჩი „ოლიმპმა“ 3 ქულით მოიგო
და თუკი ამ 2 გუნდს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს თანაბარი ქულები ექნებათ, უპირატესობა
„შსს-აკადემიას“ მიენიჭება, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა 70:63 მოიგო.

მატჩისშემდგომი
პრესკონფერენცია ემოციური და დაძაბული გამოდგა,  რომელც თავდაპირველად მოგებული გუნდის მთავარი მწვრთნელის
გიორგის კეცელიდისის სიტყვით დაიწყო:

გიორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია): თამაშთან დაკავშირებით  არ ვისაუბრებ და არანაირ კომენტარს გავაკეთებ, რისთვისაც
ბოდიშს  გიხდით. ამდენი ხნის განმავლობაში ყველასთან
კარგი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით მწვრთნელებთან, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და
დღეს ძალიან  შეურაცხყოფილი დავრჩი,  როდესაც ოლიმპის გუნდის მენეჯერი გივი სანაძე ჩემთან
მოვიდა და უცენზურო  სიტყვებით მომმართა.

მიმდინარე პრესკონფერენციაზე
 ოლიმპის  მთავარი  მწვრთნელი გია კაზანჯიანი და შსს აკადემიის სპორტული
დირექტორი, ლევან მიქაბერიძე შეკამათდნენ. ლევან მიქაბერიძის  აგრესია  გია  კაზანჯიანის
შეკითხვამ გამოიწვია, რომელიც  გიორგის კეცელიდის  ჩაეკითხა თუ როგორ გამოიხატებოდა მწვრთნელების მიმართ
მისი პატივისცემა.  შელაპარაკებაში გიორგის
კეცელიდისიც ჩაერთო, თუმცა  სიტუაცია მალევე
განიმუხტა და  პრესკონფერენცია ჩვეულ რეჟიმში
გაგრძელდა, სადაც მატჩის შესახებ კომენტარები გია კაზანჯიანმა და მოთამაშეებმა გააკეთეს.

გია კაზანჯიანი
(ოლიმპი): გივი სანაძის საქცილს არანაირად არ ვამართლებ, რაც
შეეხება მატჩს, დაცვაში ორივე გუნდი მომზადებული იყო. სამწუხაროდ ჩვენმა გუნდმა უამრავი
შეტევა  ვერ გამოიყენა და თავდასხმაში ძლიერად
ვერ იასპარეზა. შეთამაშება აშკარად გვაკლია, რადგანაც ეს ბოლო დღები არ გვივარჯიშია.

მიხეილ ჩიტაშვილი
(შსს აკადემია):  ძალიან მოხარულნი
ვართ ამ გამარჯვებით,  რადგან ერთ-ერთი უძლიერესი
გუნდი დავამარცხეთ. კმაყოფილი ვარ ასევე დაცვაში კარგი ასპარეზობით.

 გიორგი გულისაბედაშვილი (ოლიმპი): ვულოცავ
მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას. გადამწყვეტ მომენტში დაცვაშიც და შეტევაშიც უამრავი
შეცდომა დავუშვით და მარცხი განვიცადეთ.
ოლიმპი – შსს აკადემია  63:70