სტატისტიკა გალერეასუპერლიგის ლიდერმა „დინამომ“ მეოთხეადგილოსანი „სოხუმი“
ძალიან იოლად დაამარცხა. ცხრილის ზედა ნახევარში მყოფი გუნდების მატჩში გულშემატკივარი
ბრძოლას ელოდა, მაგრამ დინამოელებმა ისე კარგად ითამაშეს, სოხუმელთათვის შანსი არ მიუციათ.
ყველა სათამაშო კომპონენტში „დინამოს“ უპირატესობა თავიდანვე
აშკარა იყო. თბილისური გუნდი სამწამიან ზონაშიც დომინირებდა და პერიმეტრზეც – როგორც
ფარქვეშიდან, ისე შორი მანძილებიდან დინამოელები ბურთებს ხშირად აგებდნენ და პირველი
პერიოდი 30:16 მოიგეს. 30 ქულა ჩააგდეს სუპერლიგის ლიდერებმა მეორე პერიოდშიც და დიდ
შესვენებაზე 26-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
მესამე პერიოდში სოხუმელებმა ვერაფერი შეცვალეს და სხვაობამ
30 ქულას მიაღწია. ბოლო წუთებზე, როცა ყველაფერი გარკვეული იყო, მოედანზე ორივე გუნდის
სათადარიგოები გამოჩდნენ. დარჩენილ დროში „სოხუმმა“ ჩამორჩენა 18 ქულამდე შეამცირა,
დინამომ კი ჩემპიონატში მე-17 გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვებულებს 21 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა. ნიკოლა
მარავიჩმა 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა მიხეილ ბერიშვილი,
რომელმაც 16 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. „სოხუმში“ 20-20 ქულით დუეინ ლათანი
და დავით ბარბაქაძე გამოირჩნენ.
მატჩისშემდგომი კომენატრები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, დაგვეშვა ნაკლები შეცდომები,
რომლებიც ბოლო 2 თამაშში საკმაოდ გვქონდა. ვფიქრობ, რომ დღეს გუნდმა სეზონის ერთ-ერთი
საუკეთესო მატჩი ითამაშა და ვეცდებით ეს ფორმა შევინარჩუნოთ“.
ვიტალი ჩერნიი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
„ჩვენმა გუნდმა რაც პირველ ტაიმში ითამაშა, იმას არ
ერქვა კალათბურთი. ასეთი უჯიგრო თამაში დაცვაში, იშვიათია. მეორე ტაიმში კიდევ რაღაცას
დაემსგავსა ჩვენი გუნდის თამაში, მაგრამ მთლიანობაში ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ. მიზეზებზე
გვექნება საუბარი და ვეცდებით მაყურებელს უკეთესო კალათურთი ვუჩვენოთ“.