კრიზისში მყოფი “სოხუმი” კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

კრიზისში მყოფი “სოხუმი” კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

ფინანსურ კრიზისში მყოფი საკალათბურთო კლუბი „სოხუმი“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეგახსენებთ, რომ „სოხუმი“ სუპერლიგის გასულ ტურში „ბათუმთან“ სათამაშოდ არ გავიდა, რითაც თვეობით მიუღებელი ხელფასების გამო პროტესტი გამოხატა.
სოხუმელებმა ფედერაციის მესვეურებს გუნდში არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს. ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა სოხუმელებს რეკომენდაციები და რჩევები მისცეს. მხარეებმა „სოხუმის“ ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა დასახეს, რის განხორციელებასაც რამდენიმე დღეში შეუდგებიან.