Video საქართველოს კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის ეროვნული ნაკრებისა და კომპანია „პსპ“-ს შორის „ტექნიკურ სპონსორობის“
რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის საფუძველზე მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ფედერაციის
მხრიდან პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, „პსპ“-ს მხრიდან კი დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა
მოაწერს ხელი „პსპ“-ს ცენტრალურ ოფისში.
„პსპ“ ეროვნული
ნაკრების ტექნიკური სპონსორი 2011 წელს გახდა. ეროვნულთან ერთად „პსპ“ მედიკამენტებით
ასაკობრივ ნაკრებებსაც ამარაგებდა. ახალი ხელშეკრულება 2-წლიანია, რაც გულისხმობს,
რომ საქართველოს ნაკრების ტექნიკური სპონსორი „პსპ“ 2016 წლის ჩათვლით იქნება.
მიხეილ გაბრიჩიძე
(კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): მადლობა კომპანია „პსპ’’-ს თანამშრომლობისთვის.
მოგეხსენებათ, კალათბურთელებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია მედიკამენტებით მომარაგება
და 2016 წლის ჩათვლით კომპანია „პსპ“ როგორც
ეროვნული ნაკრებს, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს სრულიად უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით.
იმედია მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა და კომპანია „პსპ“ ქართულ კალათბურთს
ყოველთვის მხარში დაუდგება.
გოჩა გოგილაშვილი
(კომპანია პსპ-ს დირექტორი): დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის
ეროვნულ ფედერაციასთან, რაც გულისხმობს ეროვნული და ასაკობრივ ნაკრებების მომარაგებას
საჭირო მედიკამენტებით. ქართული სპორტის გვერდში დგომა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა
და ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად არის მხარში დაუდგეს ქართულ კალათბურთს და მაქსიმალურად
შეუწყოს ხელი მის პოპულარიზაციას.