სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-18 ტურის დღვანდელი თამაშები საინტერესო
მატჩით დასრულდა. „სოხუმისა“ და „სოხუმის“ დაპირისპირებაში გამარჯვებული ძირითად დროში
ვერ გამოვლინდა. საჭირო გახდა ოვერტაიმის დანიშვნა, რომელშიც კაკტუსელებმა დამაჯერებელი
გამარჯვება მოიპოვეს – 101:93.
ეს გუნდები პლეი ოფში გასასვლელად იბრძვიან და ამ მატჩამდე
ორივეს 7-7 მოგება ჰქონდა. შესაბამისად, შეხვედრის მნიშვნელობაც დიდი იყო და კაკტუსელებმა
ამ გამარჯვებით ოთხეულში შესვლა მოახერხეს.
ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან
„სოხუმი“ იყო მცირედით წინ, სანაც – „კაკტუსი. სოხუმელებმა მესამე პერიოდში ხელჩასაჭიდი
უპირატესობა მოიპოვეს – 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ბექა ჩიკვილაძისა და ირაკლი ჩლაიძის
შედეგიანი თამაშის წყალობით კაკტუსელებმა ჩამორჩნა შეამცირეს და დაწინაურდნენ კიდეც.
ბოლო წამებზე ანგარიში თანაბარი იყო, როცა ორივე გუნდმა
შეტევა გააცუდა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 83:83 დასრულდა. დამატებითი ხუთწუთეულში
„კაკტუსმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ვატო ბააკაშვილისა და ბექა ჩიკვილაძის სამქულიანებს
ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობაც დაერთო და თბილისური გუნდის უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია.
გამარჯვებულებს 29 ქულით ირაკლი ჩლაიძემ ულიდერა.
25 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე დაგროვდა. 15 ქულა მიითვალა
ტაილერ უაითმა. „სოხუმშ“ 23 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ბულიავა. 20 ქულა მოაგროვა
დუეინ ლათანმა, ხოლო ალექსანდრ ტიშჩენკოს ანგარიშზე 14 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-18 ტური 24 თბერვალს, „ქუთაისისა“ და
„“ოლიმპის“ დაპირისპირებით დასრულდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვიტალი ჩერნიი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
„არ მინდა კონკრეტულად რამეს, ან ვინმეს დავაბრალო წაგება.
არ დავიწყებ იმ შეცომების ჩამოთვლას, რაც ჩვენმა მოთამაშეებმა დაუშვეს – იყო ეს არაზუსტი
გადაცემები თუ დაცვაში ყურადღების მოდუნება. წაგება პატარ-პატარა შეცდომების ერთობლიობამ
განაპირობა. უნდა ვიმუშაოთ მეტი და მომავალში ესეთი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ“.
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
„ძალიან მძიმე თამაში გვქონდა, ორივე გუნდი მე-4 ადგილისთვის ვიბრძვით და უშუალო კონკურენტები ვართ. მივულოცავ ჩემს გუნდს, მათ გამოვალინეს ბრძოლისუნარიანობა, რომელიც ეს დღეები ასე ძალიან გვაკლდა“