სტატისტიკა გალერეა23-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება
„მგზავრებისა“ და „კაკტუსის“ მატჩი გახლდათ. ბოლო ადგილზე მყოფი „მგზავრებისთვის“ თითოეულ
ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც „კაკტუსისთვის“, რომელიც პლეი ოფში გასასვლელად
იბრძვის, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში არც სუპერლიგის დატოვებაა გამორიცხული.
მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ მისი ფინალური წუთები
არ აღმოჩნდა საინტერესო. „კაკტუსმა“ ჩინებულად ჩაატარა შეხვედრის ბოლო მეორე ნახევარი,
უფრო კიდასკვნითი პერიოდი და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას დაეპატრონა. „კაკტუსმა“ მოიგო
ყველა პერიოდი მცირე უპირატესობით, რამაც მთლიანობაში 13 ქულა შეადგინა – 82:69.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა ჯონ ფროვიესი, რომელმაც
31 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა კერიკ ბრიჯმენმა, ხოლო
ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 16 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა. „მგზავრებში“ 14 ქულით ბომბარდირი
გახდა ავთანდილ ლომინაშვილი, 13 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა კორი
ალენი.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
ჩვენ ბოლო მატჩები უშედეგოდ ჩავატარეთ და სატურნირო
ვითარება გავიუარესეთ. ამიტომაც ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის
და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენს გუნდს ამ წარმატებას ვულოცავ და უკვე ხვალიდან
მომდევნო მატჩისთვის მოვემზადებით.
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ კაკტუსს ღირსეულ გამარჯვებას. თამაშს რაც შეეხება, ჩემმა გუნდა ვერ გაართვა იმ დავალებას თავი, რაც მოცემული გვქონდა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, სტატისტიკა არ მინახავს, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ ფარქვეშ წავაგეთ თამაში. ბოლო ორი თამაში გადამწყვეტი იყო ჩვენთვის და სამწუხაროდ ორივე წავაგეთ.