Junior NBA-GBF ლიგის საუკეთესო ოთხეული გამოვლინდა

Junior NBA-GBF ლიგის საუკეთესო ოთხეული გამოვლინდა

www.jrnbaleague.geJunior NBA-GBF ლიგის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია.
კონფერენციების ფინალებში ის გუნდები ითამაშებენ, რომლებმაც დივიზიონების წარმატებით
დაძლევის შემდეგ, პლეი ოფის მატჩებიც წარმატებით განვლეს და ხვალ, 26 ივნისს, თბილისის
ოლიმპიურ სასახლეში Junior NBA-GBF ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ Junior NBA-GBF ლიგას საქართველოს
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის
ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტრო. Junior NBA-GBF ლიგა მეორე წელია ტარდება და მასში 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული
მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Junior NBA-GBF ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ: დასავლეთ კონფერენციიდან „ლოს
ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი 1“ და „გორი“, რომელიც ლიგაში „იუტა
ჯაზია“. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში არიან: ზაზა ფაჩულიას აკადემია (ჩიკაგო ბულსი)
და „ფილადელფიას“ სახელით მოასპარეზე „ჰიუნდაი“.

აღნიშნულ მატჩებში მოგებული გუნდები ფინალში გავლენ
და ჩემპიონობისთვის 27 ივნისს, სუპერფინალში შეერკინებიან, ხოლო ნახევარფინალში დამარცხებულები
ერთმანეთში მე-3 ადგილს გაითმაშებენ.

სპეციალურად ფინალზე დასასწრებად დასაქართველოში Junior NBA-ის ევროპული
ოფისის ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ, ხოლო ნბა-ს ელჩად Junior NBA-GBF ლიგის ფინალზე წარმოდგენილი იქნება მარკო მილიჩი – სლოვენიის ნაკრების
ყოფილი კალათბურთელი, რომელსაც ნბა-ში სოლიდური წარმატებით უთამაშია.