JR.NBA – GBF: რუსთავმა ესტაფეტა ბათუმს და გორს გადასცა

JR.NBA – GBF: რუსთავმა ესტაფეტა ბათუმს და გორს გადასცა

გალერეაJR.NBA
– GBF ლიგა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს. ეს დღეები გარდამავალი გამოდგა ცენტრალური
და სამხრეთ-დასავლეთის დივიზიონებისთვის. ეს უკანასკნელი ბათუმში ტარდება და სტარტი
გუშინ აიღო. სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში მონაწილეობას იღებენ “დალას მავერიქსი” (ბათუმი), “სან ანტონიო სპურსი” (აკადემია 2), “ჰიუსტონ როკეტსი” (საჩხერე), “მემფის გრიზლისი” (ოზურგეთი) და “ნიუ ორლეანი” (ფოთი).

ზემოთ ჩამოთვლილმა გუნდებმა
ტურნირში ასპარეზობა გუშინ დაიწყეს, ხოლო ცენტრალური დივიზიონის გუნდებმა პირველი წრე
უკვე დაასრულეს. რუსთავში ჩატარებული დივიზიონის ფავორიტი მასპინძელთა გუნდი (კლივლენდი)  გამოდგა, რომელმაც ოთხივე მატჩი მოიგო. 2-2 შეხვედრა
მოიგეს (და ამდენივე წააგეს) “მილუოკი ბაქსმა” (სოხუმი) და “ჩიკაგო ბულსმა” (იბერი), ხოლო
თითო გამარჯვება “დეტროიტ პისტონსა” (დინამო) და “ინდიანა პეიზერსს” (ოვერტაიმი) დარჩათ.

ბათუმის პარალელურად სამხრეთ-დასავლეთ
დივიზიონის მატჩები მიმდინარეობს თელავში, ხოლო  გორში სტარტი აიღო ჩრდილო-დასავლეთის
დივიზიონმა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგნიზებული, რომლებსაც პარტნიორობას და მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიურო და საქართველოში აშშ-ს საელჩო უწევენ.