”ჯინო ფერედაისის” გათამაშება მაყურებლებისთვის

”ჯინო ფერედაისის” გათამაშება მაყურებლებისთვის

გალერეა მრავალფუნქციურმა
გასართობ-გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა „ჯინო ფერედაისმა“ თბილისის მერიის თასის მატჩებზე
მოსულ გულშემატკივრებს სიურპრიზი შესთავაზა. კომპანიამ სპორტის სასახლეში მატჩებზე
დამსწრე მაყურებლებში გათამაშება მოაწყო.

ყოველი მატჩის
შესვენებაზე მაყურებლებში ბურთები გადაისროლეს. ვინც ბურთები მოიხელთა, გათამაშებაში
მონაწილეობის უფლება მიეცათ. 6 იღბლიანი ერთმანეთს საჯარიმოს სროლებში ეჯიბრებოდა და
სამ გამარჯვებულს „ჯინო ფერედაისისგან“ VIP-მოსაწვევები
ერგო, რომელიც მონაწილეებს ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ და კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ გადასცეს.

გათამაშება თბილისის
მერიის ბოლო სათამაშო დღესაც ჩატარდება. შესაბამისად, ლატვია-ესტონეთისა და საქართველო-იტალიის
შესვენებებზე კიდევ 6 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც „ჯინო ფერედაისი“ თავისი
კომპლექსის VIP-მოსაწვევებით
დააჯილდოვებს.