6 და 7 ივნისს 6 მატჩი გაიმართა. განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა შეხვედრა გორში, სადაც „დინამო“ ჩავიდა და მასპინძლებს დიდი ბრზოლა გაუმართა.
მატჩი გორელების უპირატესობით მიმდინარეობდა, დინამოელები კი წამოწევას ცდილობდნენ, რაც არაერთხელ მოახერხეს კიდეც. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. გიორგი ხუბულაშვილმა, რომელიც 13-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი და ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა, ბოლო წამებზე ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო ზუსტად შეასრულა და გორელებს 1 ქულით – 77:76 გაამარჯვებინა.
6 ივნისს თბილისში 4 შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა დაგეგმილი გამარჯვებები მიითვალეს. დღეს, 7 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში 1 შეხვედრაც ჩატარდა, რომელშიც თსსუ-მ და აჭარის ნაკრებმა ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს. შეხვედრის ბოლოს ბათუმელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებას დაეპატრონნენ.
6 ივნისი. გორი
გორი – დინამო 77:76
25:17, 18:24, 23:18, 11:17
გორი: გ.ხუბულაშვილი (57)
დინამო: ი. ისრაელიანი (40), ც. ცარციზე (12)
6 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
მართვე – თსსუ 54:68
10:18, 18:17, 14:14, 12:19
მართვე: გ. გორგოძე (15), გ. მიქელაძე (14)
თსსუ: ს. მდივანი (22), ნ. კეკელიძე (18)
აკადემია – კარდინალები 2 104:37
30:3, 28:14, 26:8, 20:12
აკადემია: ო. პერტაია (16), გ. კვაჭანტირაძე (15), კ. ჟღენტი (14), გ.ბოგვერაძე (14)
კარდინალები: გ. გორგაძე (16), ნ. ნიკოლაიშვილი (12)
აკადემია 2 – კარდინალები 51:65
16:20, 14:16, 8:15, 13:14
აკადემია: გ.ანდრონიკაშვილი (23), ს. კაზანჯიანი (8)
კარდინალები: გ. ჭოლაძე (25), ლ. ტალახაძე (10)
ჰიუნდაი – ბათუმი 65:42
12:10, 20:9, 16:9, 17:14
ჰიუნდაი: ლ. წენგუაშვილი (19), ნ. აბაშიძე (14)
ბათუმი: ნ. ჯაიანი (13), დ. ჟღენტი (9)
7 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
მართვე – ბათუმი 45:48
12:12, 13:7, 5:14, 15:15
მართვე: შ. გორგოძე (21), ფ. აბასოვი (9)
ბათუმი: დ. ჟღენტი (13), ლ. კუპრეიშვილი (9)