საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და
ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო
თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა. ეს ტიტული გიორგი ზაბახიძემ
სტამბოლში, 12-14 ივლისს გამართულ ფიბას შესაბამის ღონიძიებაზე მიიღო, სადაც თავი მოიყარეს
ევროპის ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებიც მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო
ეტაპში მონაწილეობენ.
სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე დეტალურად
იქნა განხილული ყველა ის დეტალი, რომელიც მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკაციო მატჩების
ორგანიზებას უკავშირდება. გენდირექტორი იქნება მთავარი ფიგურა, რომელიც საკვალიფიკაციო
მატჩების ფიბას სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაზე იქნება პასუხისმგებელი. მის დაქვემდებარებაში
იქნებინ შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ფიბას ოფიციალური მატჩების ჩასატარებლად
ფიბა ინსტრუქციის შესაბამისად იმუშავებენ.
საქართველო მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში
24 ნოემბერიდან ჩაებმება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები გერმანია, სერბეთი და ავსტრია იქნებიან.