გადამწყვეტი თამაშის წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს, 18:00 საათზე
თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერიის
მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ,,ოლიმპსა’’ და ,,შსს აკადემიას’’ შორის. 

თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა
კომენტარები გააკეთეს.

გია კაზანჯიანი(ოლიმპი):  გამართლდა ჩვენი
მოლოდინი 5-თამაშიანი სერიის შესახებ. ორი თანაბარი დონის გუნდი მოვხვდით ფინალში და
ეს სერიის ანგარიშზეც აისახა. დღეს ღირსეული გაიმარჯვებს.  ფიზიკურად მოთამაშეები მზად არიან, ფსიქოლოგიური
მზადყოფნაც შეხვედრის დროს გამოჩნდება.  წინა
თამაშებთან შედარებით, დღეს ბუნებრივია მეტი დაძაბულობა და ნერვიულობა იქნება.

გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია):
 დღეს ბოლო და
გადამწყვეტი შეხვედრაა. მართალია, გუნდის წევრები გადაღლილები არიან, თუმცა ამ შეხვედრაში
ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და მობილიზებულად ითამაშოს. ორივე გუნდს თანაბარი მოტივაცია
აქვს, ვნახოთ როგორ დამთავრდება ფინალი.