სტატისტიკა
გალერეა
დღეს, საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში სუპერლიგის გადადებული მატჩი გაიმართა. მეორე წრის პირველი ტურის
ბოლო მატჩი, რომელშიც “შსს-აკადემია” და “მაკაბი” 1 თებერვალს,
სპორტის სასახლეში უნდა შეხვედრილიყვნენ, დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო.
სუპერლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნული მატჩი 3 თებერვალს ჩაეტარებინა.
“შსს-აკადემიისა”
და “მაკაბის” შეხვედრა უინტერესო და რეკორდული გამოდგა. არჩილ ჟღენტის გუნდმა
მეტოქე 137:56 გაანადგურა, რითაც მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა:
არც ერთ გუნდს 137 ქულა აქამდე არ ჩაუგდია.
“შსს-აკადემიამ”
ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს პირველი მეოთხედი 37:12 მოუგო, მეორეში კი 37:10 აჯობა და
დიდი შესვენებისთვის 74:22 დაწინაურდა. აკადემიელებმა აღებული ტემპი არ დააგდეს და
დარჩენილ დროში “მაკაბი” დიდი ხვაობით – 81 ქულით დაამარცხეს: ესეც მიმდინარე
სეზონის მეორე რეკორდი.
კიდევ ერთი რეკორდი
ის გახლავთ, რომ ერთ გუნდში 10-ქულიანი ზღვარი ერთბაშად 8 კალათბურთელმა დაძლია. არადა,
აკადემიელებს ლეგიონრები არ დაუტვირთავთ – მილე ილიჩმა 10 წუთში 3 ქულა დააგროვა, პერიშ
ბრაუნმა კი მოედანზე 7 უქულო წუთი გაატარა.
ამ გამარჯვებით
“შსს-აკადემია” “სოხუმს” დაეწია და მასთან ცხრილში 5-6 ადგილებს
იყოფს. მომდევნო ტური 7 და 8 თებერვალს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):
უნდა ვთქვა, რომ სერიოზულად ვეკიდებოდით ამ შეხვედრას, რადგან ჩვენი გუნდების პირველ
მატჩში მხოლოდ 4 ქულის სხვაობით მოვიგეთ. დღეს,
ანგარიშიდან გამომდინარე, ბევრი არაფრის თქმა შემიძლია.
ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის” მთავარი მწვრთნელი):
დღეს პირველად ითამაშა სამივე რევაზაშვილმა, რომლებიც დიდხანს იყვნენ ტრავმირებულები,
გიორგის ჰქონდა ტრავმა, შიგადაშიგ კი ლევანსაც და მაიზერსაც აწუხებდათ ტრავმები. საერთოდ
არავის წაუვიდა თამაში მაიზერ რევაზაშვილის გარდა, რომელმაც სუპერლიგაში მისთვის სარეკორდო
– 17