ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში 10 აგვისტოს გაიმართება

ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში 10 აგვისტოს გაიმართება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის მერიის თასისთვის ემზადება. ხვალ, 10 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი #1) გაიმართება ნაკრების ვარჯიში, რომლის დასკვნითი ნაწილი მედიისთვის ღია იქნება.  
გთხოვთ, მობრძანდეთ სპორტის სასახლის ადმინისტრაციულ შესასვლელთან 18:30 საათზე.