სტატისტიკა სუპერლიგის 27-ე ტური დასრულდა. ბოლო, მეოთხე შეხვედრაში
ერთმანეთს „რუსთავი“ და „დინამო“ შეხვდნენ. რუსთავში გამართული მატჩი სტუმრებმა დამაჯერებელი
სხვაობით – 96:71 მოიგეს.
„დინამოს“ პირველობა განაღდებული აქვს – ნებისმიერ შემთხვევაში
რეგულარულ ჩემპიონატს ცხრილის თავში ჩაამთავრებს, ხოლო „რუსთავის“ მესამე ადგილზე გასვლას
საფრთხე დაემუქრა. რუსთაველები ბოლო ტურში „კაკტუსთან“ თუ დამარცხდებიან, მესამე ადგილზე
ეს უკანასკნელი გავა, ხოლო ქვემოქართლელები მეოთხეზე ჩაინაცვლებენ.
ეს სცენარი რომ აერიდებინა თავიდან, „რუსთავს“ დღეს
„დინამოსთვის“ უნდა მოეგო, მაგრამ სტუმრებმა ყველა კომპონენტში დამაჯერებლად ითამაშეს.
პირველ ტაიმში მხოლოდ 6 ქულით იძალეს, თუმცა მეორე ნახევარში „დინამოს“ უპირატესობა
უფრო დამაჯერებელი გახდა და საბოლოოდ შეხვედრა ისე ჩამთვრდა, ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს 19 ქულით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა.
18 ქულა მოაგროვა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო ნიკოლა მარავიჩის ანგარიშზე მატჩის ერთადერთი
ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. „რუსთავში“ 18 ქულით საუკეთესო იყო
რევაზ ჩაჩანიძე, ქეისი კასპერბაუერის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო – 28-ე ტური 25 და 26 აპრილს
გაიმართება.