დასრულდა სუპერლიგის
2011-2012 წლების მიმდინარე სეზონის პირველი წრე, სადაც ბოლო- მე11 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს
,,დინამო ” თსუ დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ
საინტერესო გამოდგა, სადაც საბოლოოდ ,,დინამომ”
სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 101:91 იმარჯვა.
დაძაბულად წარიმართა
მატჩის პირველი მეოთხედი, თავდაპირველად ანგარიში დინამოელებმა გახსნა, თუმცა მთელი
მეოთხედის განმავლობაში თსუ-მ იაქტიურა და პერიოდი 28:24 მოიგო. თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სასარგებლოდ დაიწყო მეორე პერიოდიც, თუმცა მეოთხედის მე-5 წუთზე
,,დინამომ” სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა – 30:34. ამ მომენტისთვის დინამოელები საკმაოდ გააქტიურდნენ,
მაგრამ ,,სტუდენტებმა” არ დაუთმეს მეტოქეს და წინ გასვლის საშუალებაც არ მისცეს – 41:36.
ტაიმის დასრულებამდე 27:4 წამით ადრე დინამოელები
38:43 მარცხდებოდნენ, თსუ-მ შეტევა ვერ გამოიყენა, სანაძემ კი ზუსტი 2 ქულიანით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა –
43:45. ამ ანგარიშითვე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი., მესამე მეოთხედშის დასაწყისში
კი ,,დინამო” პირველად გავიდა წინ – 46:45, შემდეგ კი კვლავ იაქტიურა და სხვაობა 3
ქულით გაზარდა -49:45 დაწინაურდნენ. მიუხედავად
ამისა, თეს არ დანებებულა, თორნიკე ნინიაშვილმა ზედიზედ ორი 2-ქულიანი მიითვალა
და ანგარიში საყაიმო გახადა – 49:49. ამის შემდეგ
თამაში ქულა-ქულაში წავიდა და სიტუაციაც სულ
უფრო მეტად დაიძაბა. პერიოდის დასრულებამდე
1:38 წუთით დრე უპირატესობა კვლავ ,,დინამომ”
მოიპოვა – 65:61, ხოლო პერიოდის დასასრულს ანგარიში კვლავ მის სასარგებლოდ დაფიქსირდა – 70:63.
ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა დასკვნით მეოთხედში, ,,დინამომ” მცირე უპირატესობას ინარჩუნებდა, ხოლო
თსუ ამჯერად მდევრის როლში აღმოჩნდა.
აღნიშნული პერიოდის მე-3 წუთზე დინამოელებმა სოლიდურ
უპირატესობას მიაღწიეს და 10 ქულით გავიდნენ
წინ – 78:68. ,,სტუდენტები” არ დანებებულან,
შეძლეს მატჩზე მობილიზება და პერიოდი შუაწელში სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს – 77:80.
,,დინამომ” კვლავ ჩინებულად ითამაშა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:17 წუთით ადრე მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა,
მეტოქე საბოლოოდ მაინც გატეხა და მატჩში დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვა – 101:91.
გამარჯვებულებს
27ქულით ქიენ კარტერმა ულიდერა, რომელსაც ქულით ჩამორჩა დუდა სანაძე(26ქულა) ხოლო 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი დეივ
ნოელმა მიითვალა. თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: თორნიკე ნინიაშვილმა 21 ქულა და 12 მოხსნა
დააგროვა, ხოლო მიხეილ ჩიტაშვილს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა – 20 ქულა,
11 პასი და 9 მოხსნა.