დინამომ ქუთაისი 49 ქულით დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
 VIDEOსაკალათბურთო
სუპერლიგის ფინალური სერია “დინამოს” იოლი გამარჯვებით გაიხსნა. ირაკლი ხოშტარიას
გუნდმა “ქუთაისს” შანსი არ დაუტოვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ეს იყო შეხვედრა,
რომლის ანალოგიც საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ სერიებში ძნელად მოიძებნება. “დინამომ”
პირველ მეოთხედში რომ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, განუხრელად ზრდიდა და მესამე პერიოში
სხვაობამ უკვე 40 ქულას გადააჭარბა. საბოლოოდ 49-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, რაც ფინალური
მატჩისთვის ზომაზე მეტია.

დიდი შესვენებისთვის
“დინამო” 26 ქულით იგებდა, მესამე პერიოდში კი მატჩს საბოლოოდ დაეკარგა აზრი.
შეუჩერებელი იყო დინამოელთა წინა ხაზი სტევან მილოშევიჩისა და ქიან კარტერის სახით.
ორივე მათგანი ბურთს თავის გემოზე აგდებდა და აცილებულებს ხსნიდა.

დინამოელებმა
საბოლოოდ 104:55 მოიგეს. კარტერი 24 ქულით და 17 მოხსნით გამარჯვებულთაგან საუკეთესო
იყო. მილოშევიჩის ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა, მიხეილ ჭოჭუამ კი შეხვედრა
18 ქულით დაასრულა. “ქუთაისში” 12 ქულით ბომბარდირი 20 წლის ლევან გრძელიძე
გახდა, 11 დააგროვა აკაკი დვალიშვილმა, დიმიტრი დვალიშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

ფინალური სერიი
მორიგი, მე-2 მატჩი ხვალ, 21 მაისს, სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): სერიაში
1:0 დავწინაურდით და ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას, რადგან გადაწყვეტილი ჯერ არაფერი
არაა. რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, ჩვენ შესწავლილი გვყავდა მოწინააღმდეგე, გვქონდა
ტაქტიკური სქემა იმისა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა მის წინააღმდეგ და დღეს ეს გამოგვივიდა.
ბიჭებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს, თუმცა ეს უკვე დავიწყებულია და მოვემზადებით ხვალინდელი
თამაშისთვის. ვეცდებით, ისევ ღირსეულად ვითამაშოთ.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ყველაზე
გულდასაწყვეტი ისაა, რომ დღეს მაყურებელი ვერ ვასიამოვნეთ და ის თამაში ვერ ვაჩვენეთ,
რომელსაც ელოდნენ. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ფაქტობრივად, ,,ქუთაისი’’
ძალიან დიდ წნეხშია, ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ ძალების აღდგენა, რათა სათანადოდ ჩაგვეტარებინა
პირველი თამაში. მითუმეტეს, ცეკვავას ტრავმა აქვს და არ გვინდოდა მისი დატვირთვა. როგორც
უკვე ითქვა, სერია ჯერ წინ არის და ვეცდებით ხვალინდელი დღისთვის ვიპოვოთ ძალები და
გამარჯვებას მივაღწიოთ.

ლევან გრძელიძე(,,ქუთაისი’’): ბიჭები ძალიან
გადაღლილები ვართ, ,,არმიასთან’’ 5 თამაში ჩავატარეთ, ძალიან მძიმე ნახევარფინალური
სერია გავიარეთ, ტრავმებიც დაგვემატა და ამან განაპირობა ჩვენი მარცხი. თუმცა ჯერ დაკარგული
არაფერია და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის.