სტატისტიკა გალერეათბილისის „დინამომ“, რომელიც ამ ტურამდე ლიდერთა სამეულში
იყო, მორიგი ტურის მატჩი „ოლიმპს“ მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა. გუშინ ერთმანეთს დინამოელებთან
ერთად კიდევ 2 ლიდერი – „ქუთაისი“ და „ბათუმი“ შეხვდნენ და გამარჯვება აჭარლებს ერგოთ.
დღეს კი „დინამომ“ „ოლიმპს“ 79:69 სძლია და ლიდერობა შეინარჩუნა.
ყველაფერი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც
გუნდებმა 2 განსხვავებული ათწუთეული ჩაატარეს. პირველი მეოთხედი „ოლიმპმა“ 23:17 მოიგო,
ხოლო მეორეში „დინამომ“ 22:17 იმარჯვა. მესამე ათწუთეულში დინამოელებმა იძალეს. გიორგი
შარაბიძის, გრიგოლ შვანგირაძის, ნოდარ გოგოძისა და ობრი მაკალპინის თაოსნობით
28:16 იმარჯვეს და დინამოელებს გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა დაუბევეს.
საბოლოოდ 79:69 – „დინამომ“ გაიმარჯვა და სუპერლიგის
ცხრილის სათავეში „ბათუმთან“ ერთად დარჩა. დინამოელებს 21 ქულით შარაბიძემ ულიდერა,
„ოლიმპში“ კი ყველაზე მეტი – 16 ქულა ჯერემი ბაინამს ჰქონდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: ტრავმების გამო საკმაოდ შესუსტებულები შევხვდით ამ
მატჩს. მიხეილ ბერიშვილი და დანიელ უილიამსი გვაკლდა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება
მოვახერხეთ და ამის ძალიან კმაყოფილები ვართ.
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი: ისევ და ისევ, ჩვენმა გუნდმა ბრძოლისუნარიანობის არქონის
გამო წააგო. საბოლოოდ იმ გუნდმა გაიმარჯვა, ვისმა წევრებმაც გამარჯვებისთვის მაქსიმუმი
გაიღეს. ჩვენ კი მეტი შრომა გვმართებს, ასეთი მატჩები რომ მოვიგოთ.