,,დინამო” – ,,რუსთავი” წინასამატჩო პრესკონფერენცია

სპორტის
სასახლე დღეს სუპერლიგის მე–4 ტურის მატჩებს მასპინძლობს. ,,დინამოსა’’ და ,,რუსთავის’’
დაპირისპირების დაწყებამდე გუნდების მწვრთნელემა კომენტარები წინასამტჩო პრესკონფერენციაზე
გააკეთეს.

მამუკა ტურაშვილი(,,დინამოს’’ მწვრთნელი):
დღევანდელ თამაშში მოგებას ვგეგმავ, წინა შეხვედრებში გავიმარჯვეთ, თუმცა თამაშის ხარისხით
კმაყოფილები არ ვართ. ეს იმის ბრალია, რომ ყველაზე გვიან შევიკრიბეთ, მოთამაშეები გვიან
დაგვემატნენ და შეთამაშება გვაკლია. ადრეც აღვნიშნე, რომ მეორე წრიდან უკეთესი გუნდი
ვიქნებით. რაც შეეხება ,,რუსთავს’’, ახალგაზრდა, მებრძოლი გუნდია და მათთან თამაში
ყოველთვის საინტერესოა.

ბადრი კიკვიძე(,,რუსთავის’’ მწვრთნელი):
 მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობის
შესახებ. ,,დინამო’’ ბევრად ძლიერი გუნდია და მათსავით მოგებას ვერ დავგეგმავთ, თუმცა
 ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძვით და დღესაც
შევეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ.