დინამო – ოლიმპი წინასამატჩო პრესკონფერენცია

დინამო – ოლიმპი წინასამატჩო პრესკონფერენცია

18:00 საათზე
სუპერლიგის მესამე მეოთხედფინალური წყვილის თამაში დაიწყება. ,,დინამოსა’’ და ,,ოლიმპის’’
მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრის დაწყებამდე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
 

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ნამდვილად არ არის ,,ოლიმპი’’ ის გუნდი, რომელიც მე-8 ადგილზე უნდა იყოს, დიდ პატივს ვცემ ამ გუნდს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავივიწყოთ ის, რაც უკვე გავიარეთ და მოვემზადოთ მთავარი თამაშებისთვის.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,დინამო’’, დარწმუნებული ვარ, თავს არ მისცემს მოდუნების უფლებას და ძალიან გაგვიჭირდება.
პლეი ოფს თავისი აზარტი აქვს, ,,დინამო’’ უდავო ფავორიტია და მინიმუმ 3 მატჩი მოგვიწევს
მათთან.  მინდა ამ შეხვედრებში ჩემი გუნდი ისე
მოემზადოს, რომ უშუალო კონკურენტებთან გაგვიადვილდეს თამაში.