მე-2 წრის მე-7
ტურის ცენტრალური შეხვედრა სუპერლიგის 2 ლიდერ გუნდს შორის გაიმართება – ,,არმია’’
,,დინამოს’’ დაუპირისპირდება. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო
პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,არმიისთვის’’ ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრა
მაინც გამორჩეულია. ჩვენ შორის გამარჯვებული რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილს დაიკავებს,
მაქსიმალურად ვეცდებით, ეს გუნდი ჩვენ ვიყოთ, თუმცა ,,დინამო’’ უდაოდ ჩემპიონატის საუკეთესო
გუნდი და ფავორიტია. რთული თამაში გველის, ვემზადებოდით სერიოზულად და დღეს ძალებს
არ დავიშურებთ. ,,დინამოს’’ პატარა ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ეს იმედს არ გვაძლევს, პირიქით,
ისინი სწორ დასკვნებს გამოიტანდნენ და დარწმუნებული ვარ, დღეს სულ სხვა ,,დინამოს’’
ვიხილავთ. საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაწუხებს და ყველა ბოლომდე დაიხარჯება.
მამუკა ტურაშვილი(,,დინამოს’’ მწვრთნელი):
დღეს რეგულარული ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვაქვს, ძალიან რთული თამაში
იქნება, მოგებული გუნდი გაინაღდებს პირველ ადგილს, შევეცდებით, დავამარცხოთ მოწინააღმდეგე.
გარკვეული პრობლემები გვაქვს და ვცდილობთ, აღმოვფხვრათ ისინი. ვფიქრობთ, რომ ჯობდა
ეს ჩავარდნა ახლა გვქონოდა, ვიდრე მერე. ჩვენთანაც ყველა ტრავმის გარეშეა და ბიჭები
მაქსიმუმს გააკეთებენ მოსაგებად.