სტატისტიკა სუპერლიგის 21-ე ტურის ბოლო, გადადებული მატჩი დღეს
ბათუმი ჩატარდა. აჭარულმა გუნდმა „სოხუმს“ უმასპინძლა და 26 ქულით გაანადგურა.
ეს შედეგი მოულოდნელი ჩანს გუშინწინდელი მატჩის შემდეგ.
2 დღის წინ, ეს გუნდები იმავე, ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში ერთმანეთს საქართველოს
თასის გათამაშების ნახევარფინალში შეხვდნენ და ის შეხვედრა სოხუმელებმა იოლად მოიგეს.
დღეს, სუპერლიგის ეგიდით გამართულ მატჩში კი მასპინძლებმა „სოხუმს“ შანსი არ დაუტოვეს,
რაზეც საბოლოო შედეგიც გარგად მეტყველებს – 97:71.
ბათუმელებს დღევანდელ მატჩში ბესო ლეჟავა დაუბრუნდათ,
რომელიც დისკვალიფიცირებული იყო და 2 მატჩი გამოტოვა. შეხვედრა სოხუმელთა ლიდერობით
დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ სტუმრები 26:20 იგებდნენ. ვითარება რადიკალურდ შეიცვალა
მეორე მეოთხედიდან, რომელიც მასპინძლებმა 28:14 მოიგეს და ამით „სოხუმი“ წელში გატეხეს.
მესამე პერიოდი კიდევ უფრო შედეგიანი გამოდგა ბათუმელთათვის.
აკაკი დვალიშვილის, იგორ კრივცოვის, ლეონიდ სტეპანიშინისა და ბესო ლეჟავას შედეგიანობით
ზღვისპირელებმა მესამე პერიოდი 29:13 იმარჯვეს და ბოლო პერიოდს აზრი დაუკარგეს. 24
ქულის გამბათილებელი „სოხუმი“ დასკვნით პერიოდში არ იყო და ვერც მოახერხა. ბათუმელებმა
ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილში გალიდერებულ „ქუთაისსა“ და „დინამოს“ გაუთანაბრდნენ.
გამარჯვებულებს 19 ქულითა და 11 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა
ულიდერა. 16 ქულა მიითვალა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო მეორე უკრაინელმა, იგორ კრივცოვმა
ბათუმელებს 14 ქულა და 10 მოხსნა მიაშველა. ბესო ლეჟავა მასპინძლებს 15 ქულით შეეწია.
„სოხუმში“ 18 ქულით ლევან ფაცაცია გამოირჩა.
სუპერლიგის მორიგი, 22-ე ტური 18 და 19 მარტს, ბათუმში,
ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.