სუპერლიგის
მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ ,,არმიასა“ და სამედიცინოს
შორის გაიმართა.
,,ძალოვნების ‘’ უპირატესობა
მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა. არმიამ დიდი
სხვაობით მოიგო პირველი, ასევე მეორე მეოთხედი და საბოლოო ჯამში პირველი ტაიმი 30 ქულიანი
ჰანდიკაპით მოიგო. შეხვედრის მეორე ნახევარში არმია კიდევ და კიდევ უფრო დომინირებდა
და საბოლოოდ 95:45 დაამარცხა მეტოქე.
მატჩის გამორჩეულ
მოთამაშეებს რაც შეეხება 13 ქულა ირაკლი საყვარელიძის ანგარიშზეა, გიორგი ჯგერენაიამ
კი 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
,,სამედიცინოს“
მხრიდან გიორგი რევაზიშვილმა 14 ქულა და 8 ქულა ჩაიწერა აქტივში.
კოტე ტუღუში (არმია):
ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი არის
ევროჩელენჯი ამ ეტაპზე , ეს თამაშიც ერთგვარ მოსამაზადებელ ეტაპად გამოვიყენეთ. ძალიან
დიდ პატივის ვცემ მეტოქეს. არის ახალგაზრდა,
პერსპექტიული გუნდი და დღევანდელ თამაშში სწორედ
ამ გუნდის დამსახურებაა, რომ დავინახეთ ჩვენი ბევრი შეცდომა.
კახა შენგელია (სამედიცინო): მოგესალმებით, ანგარიშიდან
გამომდინარე ჩანს როგორი თამაში იყო და ეს
მეტყველებს ყველაფეზე.ფაქტია რომ გვქონდა ძლიერ
მეტოქესთან დაპირისპირება. რა თქმა უნდა ,,არმიას“ წარმატებებს ვუსურვებ ევროჩელენჯზე.
ლაშა გამყრელიძე
(არმია): ძალიან კარგი გუნდია სამედიცინო,
ჩვენ გამოვიყენეთ ეს შეხვდრა ევროჩელენჯისთვის. მე ვფიქრობ სამედიცინო ძალიან ბევრი
გუნდისთვის გახდება ანგარიშგასაწევი მეტოქე.