მე-4
ტურის ბოლო შეხვედრა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ ,,არმიასა’’ და აუტსაიდერ ,,მაკაბს’’
შორის გაიმართება. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე
ისაუბრეს.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ლიგის აუტსაიდერს ვეთამაშებით, მაგრამ ამ შეხვედრას მაინც აქვს თავისი დატვირთვა, საქართველოს
თასის ორი შეხვედრა გელის მომავალ კვირას ქუთაისის წინააღმდეგ და დღევანდელი თამაში
ერთგვარი რეპეტიცია იქნება. მაქაბი კი ძმებ რევაზაშვილებზეა ორიენტირებული და მთავარ საფრთხეს
სწორედ მათგან უნდა მოველოდეთ.
მიხეილ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მწვრთნელი):
ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ, თუმცა მოგებაზე
თავს ნამდილად ვერ დავდებთ. ყველამ იცის, რა არის ჩვენი გუნდის მიზანი. ბევრჯერ მითქვამს
და დღესაც ვიმეორებ, რომ რევაზაშვილები და ფერიაშვილი ძალიან პერსპექტიული კალათბურთელები
არიან და მომავალში ისინი ჩემპიონატის წამყვანი მოთამაშეები უნდა იყვნენ. იმედია, დღევანდელ
თამაშზეც მაქსიმუმს გააკეთებენ და ჩვენც ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ გუნდმა ითამაშოს.