არმია – ბათუმის წინასამატჩო პრესკონფერენცია

არმია – ბათუმის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სპორტის სასახლეეში
დღეს ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართება. მანამდე კი, ,,არმია’’ და ,,ბათუმი’’
ერთმანეთს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდებიან. მატჩის დაწყებამდე გუნდების
მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ,,ქუთაისთან’’ სერიოზული ბრძოლები გადავიტანეთ, ძალიან
გვინდოდა ფინალში გასვლა, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, ალბათ, რაღაც დავაკელით.
ცოტა დრო გვქონდა იმისთვის, რომ დღეისთვის ანალიზი გაგვეკეთებინა და მოგვეშუშებინა
როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ტრავმები, თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მობილიზება
მოგვეხდინა და მგონი ეს შევძელით. იმედია, თამაში გამოგვივა, ,,ბათუმი’’ საკმაოდ ძლიერი
მოწინააღმდეგეა და ყველაფერს ვიზავთ,რომ ჩვენ დავიკავოთ ჩემპიონატში მე-3 ადგილი, რაც
საკმაოდ პრესტიჟულია.

ლაშა ოჩხიკიძე(,,ბათუმის’’ მწვრთნელი): სამწუხაროდ,
დღეს ტრავმებით ვარ, ჯექსონი დისკვალიფიცირებულია, რამიშვილს და ელიაშვილს ტრავმები
ჰქონდათ. ,,არმია’’ ნამდვილად ფავორიტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ
სასურველ შედეგს მივაღწიოთ.