“ა” ლიგის საკვალიფიკაციო: “კაქტუსმა” და “აკადემიამ” ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო: “კაქტუსმა” და “აკადემიამ” ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

სუპერლიგის “ა”
ლიგის შესარჩევი ტურნირის მეორე სათამაშო დღე საკალათბურთო აკადემიაში ჩატარდა.ერთმანეთის
პირისპირ „ბ“ ჯგუფის წევრები წარსდგნენ: „კაქტუსი“ „მარნეულს“ შეხვდა, ხოლო „აკადემია“
– „კრისტალს“.
მოედანზე ვიხილეთ
ზაზა გაბისონია, რომელიც ქართული კალათბურთის სტაჟიან გულშემატკივარს გასულისაუკუნის
90-იანი   წლების ეროვნული ჩემპიონატიდან ახსოვს.
გაბისონია რუსთავის „აზოტში“ თამაშოდა, დღესკი მარნეულში კალათბურთის სექციებს წვრთნის
და გუნდი „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირშიც გამოიყვანა.
„მარნეულში” თაობათა
სინთეზია. 40 წელს გადაბიჯებულ გაბისონიასთან ერთად გუნდში 18-წამდელთა ჩემპიონატის
მონაწილენი და, რა თქმა უნდა, შუა ხნის კალათბურთელებიც თამაშობენ. ჰოდა, ამ ბიჭებმა
დღესკინაღამ „კაქტუსს“ სძლიეს. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ კარგი მოთამაშეებითაადაკომპლექტებული.
„მარნეული“ თავიდან
კი ჩამორჩა, თუმცა მეორე ტაიმში დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა დაგამარჯვებაც შეეძლო.
ბოლო წუთი რომ დაიწყო, გაბისონიას გუნდი ქულას აგებდა და ბურთს ფლობდა. მათდასამწუხაროდ,
შეტევაში ბურთი დაიკარგა და გამარჯვება კაქტუსელებს დარჩათ.
“კაქტუსის” შემადგენლობაში
13 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი რომან ტუკვაძემ დააფიქსირა. 12ქულა გიორგი
ნანიტაშვილის ანგარიშზეა დაგროვდა. მარნეულელთაგან 15 ქულით საუკეთესო შედეგი ირაკლიჯანხოთელმა
დააფიქსირა.
მეორე მატჩში
ერთი გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად 3 ლეგიონერი ვიხილეთ. “აკადემიამ” უკრაინელმოთამაშეთა
ტრიო ჩამოიყვანა და მათი დახმარებით სურს ჯერ “ა” ლიგაში მოხვედრა და შემდეგ სუპერლიგაშიგადასასვლელად
ბრძოლა.
ალექსეი ჟუკი,
ევგენი ვორნიკი, სტანისლავ სოკური – ამ უკრაინელი მოთამაშეებიდან 2 მათგანი თბილისშიგუშინ
ჩამოვიდა, თუმცა დღეს მოედანზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და აკადემიელთაგამარჯვებაშიც
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
“კრისტალის” გუნდის
წევრებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ლეგიონერებით გაძლიერებულ ახალგაზრდააკადემიელებს
და საბოლოოდ 32 ქულით – 59:91 დამარცხდნენ.
ხვალ “ა” ლიგის
აკვალიფიკაციო ტურნირის 1 მატჩი კვლავ საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.
“ა”
ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი. აკადემია. 12 თებერვალი
კაკტუსი
53:49 მარნეული
18:7, 8:7, 15:15, 12:20
კაკტუსი: ტუკვაძე (13 ქულა, 13 მოხსნა), ნანიტაშვილი (12), არწივიძე
(8), ხიზანიშვილი (6)
მარნეული: ი. ჯანხოთელი (15), ბ. ჯანხოთელი (11 ქულა, 10 მოხსნა),
გაბისონია (2 ქულა, 10 მოხსნა)
 
აკადემია
91:59 კრისტალი
27:17, 20:12, 27:20, 17:10
აკადემია: ღურწკაია (18), სოკური (17 ქულა, 8 მოხსნა), ხუციშვილი
(13)

კრისტალი: ტყეშელაშვილი (14), დ. თენიეშვილი (9)