6 აპრილს სპორტკომპლექს არენაში 3X3 კალათბურთში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

6 აპრილს სპორტკომპლექს არენაში 3X3 კალათბურთში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

საქართველოში 3X3 კალათბურთში 2015 წლის სეზონი იხსნება. 6 აპრილს, სპორტკომპლექს არენაში ტურნირები ორ ასაკობრივ კატეგორიაში – 18 და 15 წლამდელებში გაიმართება.
18-წლამდელთა ტურნირი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის მოსამზადებელი იქნება. შეჯიბრის მიზანი საუკეთესო 18 წლამდე კალათბურთელთა გამოვლენაა, რომელთაგან მომავალში საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება. ტურნირი ჩატარდება 1997 წელს და მის შემდეგ დაბადებული ჭაბუკებისთვის.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ივნისის თვეში უნგრეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას იტალიაში დაგეგმილი შესარჩევ ტურნირზე შეეცდება.
რაც შეეხებათ 15-წლამდელებს, ამ ასაკშიც უნდა შეირჩნენ საუკეთესოები და მათგან დაკომპლექტებულმა გუნდმა იტალიაში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე უნდა მიიღოს მონაწილეობა.
3 აპრილს, სპორტკომპლექს „არენაში“ გასამართი ტურნირში რეგისტრაციის მსურველებმა მოგვმართეთ კალათბურთის ფედერაციის 3X3 განყოფილებაში:
551 770033, giga.gurgenidze@gmail.com