დაიწყო რეგისტრაცია 3×3-ზე კალათბურთის საერთაშორისო ტურნირ Tbilisi Open 2013-ზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ს
ეგიდით 6-7 ივლისს გრანდიოზულ ტურნირს ატარებენ, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად გათამაშდება სლოვენიაში დამდეგ სექტემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატის 4 საგზური.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მსურველებს უკვე დღეიდან შეეძლებათ დარეგისტრირება. Tbilisi Open 2013-ში თამაში არ შეუძლიათ საქართველოს სუპერლიგისა და უცხოეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კალათბურთელებს და აგრეთვე 16-წლამდე ასაკის მოთამაშებს. დანარჩენთათვის ტურნირში მონაწილეობა ნებადართულია.
– 1 ივლისს გაიმართება სემინარი, სადაც ორგანიზატორები მონაწილეებს 3×3-ზე კალათბურთის წესებს გააცნობენ.
– 3 ივლისს დასრულდება მონაწილეთა განაცხადების მიღება.
– 4 ივლის შედგება Tbilisi Open 2013-ის კენჭისყრა.