3×3 კალათბურთში საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ წარმომადგენლობით, სუპერტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ზუკა მაჩალაძის, გივი ბაქრაძის, გიორგი ვახანიას და უჩა გამრეკლიძის შემადგენლობით გუნდი “ბებერი არწივი” სქართველოს ჩემპიონი 23 ივლისს გახდა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან პრიზად სწორედ რუმინულ ტურნირში ასპარეზობა მიიღო. საქართველოს ჩემპიონმა ბუქარესტში თავმოყრილ მსოფლიოს უძლიერეს კლუბებში თავი ღირსეულად წარმოაჩინა და პლეი ოფში იასპარეზა.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავი მართლაც უძლიერესმა გუნდებმა მოიყარეს. მსოფლიო საკლუბო რეიტინგის ლიდერმა, სერბულ-ყატარულმა გუნდმა “ნოვი სად ალ ვაჰდამ” ტურნირი წაუგებლად განვლო და ფინალში სლოვენიური “ლიუბლიანას” 20:6 ძლევით ჩემპიონობა გაინაღდა.
საქართველოს ჩემპიონი ჯგუფში ბრაზილიურ “სან პაულოსთან”, ბოსნიურ “რომარი ვიტეზთან” და სანკტპეტერბურგულ BM 18-თან მოხვდა. ქართველებმა დრამატულ ბრძოლაში -18:17 დაამარცხეს ბოსნიელები, ბრაზილიელებს 21:18 სძლიეს, ხოლო სანკტპეტერბურგელებთან შეხვედრა 10:15 დათმეს. ქართველებისგან ძლეულმა ბოსნიელებმა ჯგუფის დარჩენილი 2 მონაწილე დაამარცხეს და “ბებერ არწივთან” ერთად პლეი ოფში გავიდნენ.
ასეთი წარმომადგენლობითი ტურნირის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა უკვე წარმატება იყო და ქართველებს მეტის მიღწევაც შეეძლოთ, თუმცა მეოთხედფინალში ადგილიბრივ გუნდთან არ გაუმართლათ. ბუქარესტის “ტრიკოლორმა”, რომელიც პლეი ოფში “ნოვი სადის” ჯგუფიდან გავიდა, “ბებერ არწივს” 21:10 სძლია. ბუქარესტული გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც “ლიუბლიანასთან” 15:21 წააგო, ქართველებმა კი რუმინეთი თავაწეულებმა დატოვეს.