VIDEO
საქართველოში „სამსუნგ ელექტრონიქსის“ ოფიციალური წარმომადგენლობა
3X3 კალათბურთში
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გენერალური სპონსორი გახდა. აღსანიშნავია, რომ 3X3 კალათბურთში
საქართველოს ჩემპიონატი პირველად ტარდება. აქამდე სპორტის ამ სახეობაში მხოლოდ 1-2
დღიანი ტურნირები იმართებოდა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალმა
ხელმძღვანელობამ კი 3X3
კალათბურთს მეტი ყურადღბა დაუთმო და პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეროვნულ ჩემპიონატს
ჩაატარებს.
ჩემპიონატი ივნისსა და ივლისში გაიმართება და სრულიად
საქართველოს მოიცავს. გამოვვლინდება ყველა რეგიონის საუკეთესო გუნდი, ხოლო ფინალურ
ტურნირს თბილისი უმასპინძლებს. ჩემპიონატი ჩატარდება ახალ, ფიბა-ს სტანდარტებით აღჭურვილ
სპეციალურ მოედანზე, რომელიც ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით
შეიძინა და რომელიც მთელი საქართელოს მასშტაბით იმოგზაურებს. ჩემპიონატის ორგანიზებას
და მომსახურეობას ფედერაციის 3X3 კალათბურთის
განყოფილება უზრუნველყოფს.
„სამსუნგ ელექტრონიქსის“ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა
სანგ პილ ჩანმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ
გაბრიჩიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს, „სამსუნგის“ ბრენდ-მაღაზიაში მოაწერეს,
რის საფუძველზეც „სამსუნგ ელექტრონიქსი“ 3X3
კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გენერალური სპონსორი გახდა.
გიგა გურგენიძე
(3X3 კალათბურთის
განყოფილების ხელმძღვანელი): ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირისთვის
ვემზადებით. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3
კალათბურთში 11 ქალაქში გაიმართება და ის საქართველოს
ყველა რეგიონს მოიცავს. ფინალური ეტაპი შედგება თბილისში და გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება
ტალინში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგში
აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 22-ე ადგილი უკავია და ეს ღონისძიება აუცილებლად
აისახება ფიბა-ს კალენდარში.
მიხეილ გაბრიჩიძე
(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გადაწყვეტილი აქვს, ხელი შეუწყოს 3X3
კალათბურთის აქტიურ განვითარებას, განსაკუთრებით მაშინ როცა უახლოეს მომავალში ის გახდება
ოლიმპიური სახეობა. ფედერაციამ შეიძინა 2 თანამედროვე საკალათბურთო მოედანი, რომელიც
საქართველოში უკვე გამოგზავნილია და მაისის ბოლოს ჩამოვა. ჩვენ მადლიერნი ვართ „სამსუნგ-ელექტრონიქსის“,
რადგან ის ჩაერთო ამ პროექტში და გახდა ჩემპიონატის გენერალური სპონსორი. იმედია მომავალში
კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ეს
პარტნიორობა როგორც ფედერაციისთვის ასევე „სამსუნგის“
კომპანიისთვისაც სასარგებლო იქნება.
ზაალ ხელაძე
(„სამსუნგ-ელექტრონიქსის“ წარმომადენელი საქართველოში):
საქართველოში კალათბურთი დღითიდღე პოპულარული ხდება, რამაც მოგვცა იმის საფუძველი,
რომ ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობა შემდგარიყო. მთავარი არის ის რომ ეს გახლავთ სოციალური
პროექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ
რეგიონები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი, რადგან ახალგზარდობა აუცილებლად
ინტეგრირებული უნდა იყოს ცხოვრების ჯანსაღ წესთან.
ის დიდი დიდი კორპორაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში
არსებობენ, არ უნდა იყვნენ მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული და მათ სასარგებლო საქმეებიც
უნდა აკეთონ. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის პოზიცია. იმედია ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო
გაღრმავდება.
სანგ პილ ჩანი
(„სამსუნგ ელექტრონიქსის“ კავკასიის რეგიონალური დირექტორი):
„სამსუნგი“ აქტიურად არის ჩართული სოციალურ პროექტებში და მოხარულნი ვართ, მათ რიცხვს
3X3 კალათბურთიც რომ შეემატა. ჩვენი თანამშრომლობა კალათბურთის ფედერაციასთან
არაკომერციულია. ჩვენ აქედან მოგებას არ ველით, არამედ ამას განვიხილავთ, როგორც სოციალურ
პროექტს, საიდანაც მოგებული ახალი თაობა, შესაბამისად, მთლიანად ქვეყანა დარჩება. ჩვენ
უკვე დავაფინანსეთ 2 სმარტ-კლასი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტსა და GIPA-ში გავხსენით.
იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა კალათბურთის ფედერაციასთანაც წარმატებული იქნება.