3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით გახსნა

3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო  ჩემპიონატი მოგებით გახსნა

LIVEყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაუწყო მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში. საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მატჩში თურქეთი დაამარცხა და 1 საათში ანდორასთან მატჩისთვის ემზადება.დავით აფხაზავას, ნიკა დარბაიძის, გიორგი კორსანტიასა და ნიკა ლოლიშვილის შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა თანაბარი მატჩის ბოლოს დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და 15:11 გაიმარჯვა. ქართველებმა მეტოქეს ფარქვეშ თამაშში და სროლათა პროცენტულობაში აჯობეს. მოედანზე გამოსულმა ოთხივე კალათბურთელმა გამარჯვებისთვის საკუთარი, სოლიდური წილი გაიღო.ქართველების მომდევნო მეტოქე ანდორაა, რომელმაც არგენტინასთან წააგო. შეხვედრა თბილისის დროით 15:10 საათზე დაიწყება. თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია იწარმოებს შემდეგ ბმულზე: youtube.com/fiba3x3