25 აპრილს დინამოს ბაზაზე ქართველ მწვრთნელებს ესპანელი სპეციალისტები სემინარებს ჩაუტარებენ

25 აპრილს დინამოს ბაზაზე ქართველ მწვრთნელებს ესპანელი სპეციალისტები სემინარებს ჩაუტარებენ

ხვალ, 25 აპრილს, თბილისში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მწვრთნელებისთვის სემინარები და ტრენინგები ჩატარდება. ღონისძიებას ესპანელი მწვრთნელები და საკალათბურთო სპეციალისტები გაუძღვებიან, რომლებმაც ქართველ ახალგაზრდა კალათბურთელებს 2-კვირიანი საწვრთნელი კემპი ჩაუტარეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური კომპანია „სასკი ბასკონიას“ შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა საკალათბურთო აქტივობებია დაგეგმილი. ხელშეკრულება ქართული კალათბურთის განვითარებას ემსახურება და მის პირველ წელს 2-კვირიანი საკალათბურთო კემპი და მწვრთნელთა სემინარები დაიგეგმა.
რეგიონებსა და თბილისში მომუშავე მწვრთნელები ხვალ, 25 აპრილს, „დინამოს“ ბაზაზე 12 საათიდან უნდა მობრძანდნენ.