16-წლამდელთა ნაკრებისა და ქართული კალათბურთის გამარჯვება ევროასპარეზზე

16-წლამდელთა ნაკრებისა და ქართული კალათბურთის გამარჯვება ევროასპარეზზე

 სტატისტიკა ვიდეო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 64:63 მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიგო გაცილებით ძვირფასი ტიტული – მომავალი წლისთვის ელიტარული – A დივიზიონის საგზური.

საქართველოს ნაკრებმა დასანანი მატჩი წააგო გუშინ, ნახევარფინალში ჰოლანდიასთან და A დივიზიონში გადასვლის ბოლო შანსი დარჩა – მესამე ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის დამარცხება. ბრიტანელები ჩვენს ქვეჯგუფში იყვნენ და ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ დიდი სხაობით გვძლიეს. ბუბა ბერიშვილის, თემურ კანკიასა და ტიჰომირ ბუიანის გაწვრთნილ გუნდს ხელსაყრელი შანსი გაუჩნდა, კუნძულელებისთვის რევანში აეღოთ და თან ბრინჯაოს მედლებთან ერთად უმთავრესი ტიტული – A დივიზიონის საგზური მოეპოვებინათ.
აღნიშნულ ამოცანას ქართველებმა კარგად გაართვეს თავი. გამარჯვება ძალიან ლამაზი და დრამატიზმით აღსავსე გამოვიდა, რადგანაც ქართველებმა თითქმის უიმედო მატჩი ორჯერ შემოატრიალეს და საბოლოოდ ზედ საფინალო სირენის წინ ჩაგდებული ბურთით იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ცუდად დაიწყო და პირველი პერიოდი 4:20 წააგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 25:40 აგებდა. თამაში ბრიტანელთა სამქულიანით განახლდა და კუნძულელთა ყველაზე დიდი – 18-ქულიანი ლიდერობაც დაფიქსირდა. აქ საქართველოს ნაკრებმა თამაში რადიკალურად, უკეთესობისკენ შეცვალა და გუნდურობის წყალობით მე-3 პერიოდის დარჩენილი 9-წუთიანი მონაკვეთი მეტოქეს 27:2 (!) მოიგო. ამ ეპიზოდში თავი ისახელა ბუკა ფეიქრიშვილმა, რომელმაც სამქულიანების სეტყვა დაუშვა ბრიტანელებს. საბოლოოდ ფეიქრიშვილმა 21 ქულა ისე შეაგროვა, არც ერთი სროლა არ აუცილებია – 5-დან 5 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი მიითვალა.
ამ არნახული გაქცევის შედეგად მანამდე 18 ქულით ჩამორჩენილი საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით გალიდერდა და თითქოს მეტოქეც ფსიქოლოგიურად გატეხა, მაგრამ ბრიტანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ჩამორჩენა ხომ გააბათილეს, მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე 5 ქულით დაწინაურდნენ. მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ქართველები არ დანებდნენ, ტაქტიკური ჯარიმებისა და ზუსტი შეტევების წყალობით საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე ქულით მოლიდერე ბრიტანელებმა ორივე საჯარიმო ააცილეს, ბურთი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ლაშა მიქელაძემ მოხსნა, რატი ანდრონიკაშვილს გადააწოდა და ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მთელი მოედნის გადასერვის შემდეგ საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გამარჯვება დიდი სიხარულით აღნიშნეს. ქართველებს გამარჯვება მიულოცა ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ, რომელიც ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის პერიოდში დიდად დაეხმარა, რისთვისაც ნაკრებისა და კალათბურთის ფედერაცია ელჩს მადლობას უხდიან.
სიხარული სუფევდა თბილისშიც, სპორტის სასახლეში. 16-წლამდელების გამარჯვება ჩვენი ეროვნული გუნდის ვარჯიშის დასასრულს დაემთხვა და ნაკრების წევრებიც ნოუთბუქთან დიდი ემოციებით ქომაგობდნენ, გამარჯვების ბურთის ჩაგდების შემდეგ კი ყველამ ერთად გაიხარეს (იხილეთ ვიდეო).
ქართველ 16-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში 11 წელია, არ უთამაშიათ. 2006 წელს „ბ“-დან „ა“ დივიზიონში ჩვენი ნაკრები მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ძალისხმევით გადავიდა. 16-წლამდელები მალევე დაუბრუნდნენ ევროპის საშუალო დივიზიონს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ელიტაში აღზევებას ვერ ახერხებდნენ. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა შორის ეს პატივი წილად ხვდათ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ 20-წლამდელებს, რომლებმაც B დივიზიონი 2006 და 2011 წელს მოიგეს.

საქართველოს 16-წლამდელთა დღვანდელ წარმატებას წლების წინ ჩაეყარა საფუძველი. 2001 წელს დაბადებულმა ახალგაზრდებმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რამდენიმე ფუნდამენტურ პროექტში მიიღეს მონაწილეობა, სწორი განვითარება და დიდი გამოცდილება მიიღეს და ეს შედეგიც ლოგიკურია. 3 წლის წინ, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებით ჩაერთო საქართველო პირველად ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც სეზონის განმავლობაში 20-ამდე მატჩი გამართა. ევროპულ სარბიელზე ეს ბიჭები პირველად ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემ გაიყვანეს, რომელთა დიდი მონდომების ხარჯზე ახალგაზრდა ქართველებმა ბევრი საჭირო რამ შეითვისეს. იმ პერიოდში ამოქმედდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური „სასკი ბასკონიას“ ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღეს გამარჯვებული ნაკრების წევრთა დიდი უმრავლესობა იმყოფებოდა ვიტორიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამართულ კლუბ „ბასკონიაში“, სადაც კლასი აიმაღლეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების დიდი ნაწილი დღესაც „ბასკონიას“ წევრად ითვლება და მათ ესპანეთში ელიან. ამ ბიჭებს დიდი მომავალი აქვთ და რაც მთავარია, მათ რეალურად შეუძლიათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგები ღირსეულად შეავსონ. 16-წლამდელთა ნაკრები საქართველოში ხვალ, 20 აგვისტოს დაბრუნდება. ჩვენი გუნდის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 16:20 საათზე დაეშვება.
 
დიდი ბრიტანეთი – საქართველო 63:64 (სტატისტიკა)
FOTO-გალერეა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 64:63 მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიგო გაცილებით ძვირფასი ტიტული – მომავალი წლისთვის ელიტარული – A დივიზიონის საგზური.
საქართველოს ნაკრებმა დასანანი მატჩი წააგო გუშინ, ნახევარფინალში ჰოლანდიასთან და A დივიზიონში გადასვლის ბოლო შანსი დარჩა – მესამე ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის დამარცხება. ბრიტანელები ჩვენს ქვეჯგუფში იყვნენ და ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ დიდი სხაობით გვძლიეს. ბუბა ბერიშვილის, თემურ კანკიასა და ტიჰომირ ბუიანის გაწვრთნილ გუნდს ხელსაყრელი შანსი გაუჩნდა, კუნძულელებისთვის რევანში აეღოთ და თან ბრინჯაოს მედლებთან ერთად უმთავრესი ტიტული – A დივიზიონის გაგზური მოეპოვებინათ.
აღნიშნულ ამოცანას ქართველებმა კარგად გაართვეს თავი. გამარჯვება ძალიან ლამაზი და დრამატიზმით აღსავსე გამოვიდა, რადგანაც ქართველებმა თითქმის უიმედო მატჩი ორჯერ შემოატრიალეს და საბოლოოდ ზედ საფინალო სირენის წინ ჩაგდებული ბურთით იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ცუდად დაიწყო და პირველი პერიოდი 4:20 წააგო, ხოლო დიდიშესვენებისთვის 25:40 აგებდა. თამაში ბრიტანელთა სამქულიანით განახლდა და კუნძულელთა ყველაზე დიდი – 18-ქულიანი ლიდერობაც დაფიქსირდა. აქ საქართველოს ნაკრებმა თამაში რადიკალურად, უკეთესობისკენ შეცვალა და გუნდურობის წყალობით მე-3 პერიოდის დარჩენილი 9-წუთიანი მონაკვეთი მეტოქეს 27:2 (!) მოუგო.
ანუ 18 ქულით ჩამორჩენილი საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით გალიდერდა და თითქოს მეტოქეც ფსიქოლოგიურად გატეხა, მაგრამ ბრიტანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ჩამორჩენა ხომ გააბათილეს, მატჩის ბოლო წუთზე 5 ქულით დაწინაურდნენ. მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ქართველები არ დანებდნენ, ტაქტიკური ჯარიმებისა და ზუსტი შეტევების წყალობით საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე ქულით მოლიდერე ბრიტანელებმა ორივე საჯარიმო ააცილეს, ბურთი ქართველებმა მოხსნეს და ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, რატი ანდრონიკაშვილმა მთელი მოედნის გადასერვის შემდეგ საფინალო სირენამდე 1,5 წამით ადრე გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გამარჯვება დიდი სიხარულით აღნიშნეს. ქართველებს გამარჯვება მიულოცა ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ, რომელიც ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის პერიოდსი დიდად დაეხმარა, რისთვისაც ნაკრებისა და კალათბურთის ფედერაცია ელჩს მადლობას უხდიან.
სიხარული სუფევდა თბილისშიც, სპორტის სასახლეში. 16-წლამდელების გამარჯვება ჩვენი ეროვნული გუნდის ვარჯიშის დასასრულს დაემთხვა და ნაკრების წევრებიც კომპიუტერთან დიდი ემოციებით ქომაგობდნენ, გამარჯვების ბურთის ჩაგდების შემდეგ კი ყველამ ერთად გაიხარეს. 
საქართველოს 16-წლამდელთა დღვანდელ წარმატებას წლების წინ ჩაეყარა საფუძველი. 2001 წელს დაბადებულმა ახალგაზრდებმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რამდენიმე ფუნდამენტურ პროექტში მიიღეს მონაწილეობარ, სწორი განვითარებადა დიდი გამოცდილება მიიღეს და ეს შედეგიც ლოგიკურია. 3 წლის წინ, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებით ჩაერთო საქართველო პირველად ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც სეზონის განმავლობაში 20-ამდე მატჩი გამართა. ევროპულსარბიელზე ეს ბიჭები პირველად ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემ გაიყვანეს, რომელთა დიდი მონდომების ხარჯზე ახალგაზრდა ქართველებმა ბევრი საჭირო რამ შეითვისეს. იმ პერიოდში ამოქმედდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური „სასკი ბასკონიას“ ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღეს გამარჯვებული ნაკრების წევრთა დიდი უმრავლესობა იმყოფებოდა ვიტორიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამართულ კლუბ „ბასკონიაში“, სადაც კლასი და გამოცდილება მნიშვნელოვნად შეიმატეს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების დიდი ნაწილი დღესაც „ბასკონიას“ წევრად ითვლება და მათ ესპანეთში ელიან. ამ ბიჭებს დიდი მომავალი აქვთ და რაც მთავარია, მათ რეალურად შეუძლიათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგები ღირსეულად შეავსონ. 16-წლამდელთა ნაკრები საქართველოში ხვალ, 20 აგვისტოს დაბრუნდება. ჩვენი გუნდის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 16:20 სათზე დაეშვება.
დიდი ბრიტანეთი – საქართველო 63:64 (სტატისტიკა)