კომპანია „ვიტაბიოტიკსი“ კალათბურთის ფედერაციასთან
აქტიურად თანამშრომლობს. ბუნებრივი ვიტამინების მწარმოებელი კომპანია სუპერლიგის გენერალური
პარტნიუორია და პლეიო ოფის მონაწილე გუნდებს საკუთარი პროდუქცია 5 მაისს, სპორტის სასახლეში
გადასცა, დღეს კი „ვიტაბიოტიკსის“ წარმომადგენლებმა 14-წლამდელთა ნაკრების წევრებიც
დაასაჩუქრეს.
„ვიტაბიოტიკსი“ სუპერლიგასთან ერთად საქართველოს
14-წლამდელთა ნაკრებსაც სპონსორობს. დღეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საკონფერენციო
ოთახში კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუმბერიძემ 14-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებს,
მწვრთნელს და მენეჯერს „ვიტაბიოტიკსის“ ვიტამინების კრებული გადასცა. ნაკრების წევრებს
დაურიგდათ ფასდაკლების ბარათებიც, რითაც მათი მფლობელები „სახალხო აფთიაქის“ ქსელში
„ვიტაბიოტიკსის“ პროდუქციაზე ისარგებლებენ.
“ვიტაბიოტიკსის” წარმომადგენლებმა საჩუქარი გაუკეთეს ფიბა-ს ერთადერთ ქართველ მანდილოსან არბიტრ მაკა კუპატაძეს, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისთვის განკუთვნილი ვიტამინების კრებული “ველვუმენით” დააჯილდოვეს.