14-წლამდელებმა ადგილები გაინაწილეს

14-წლამდელებმა ადგილები გაინაწილეს

დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში 14-წლამდელთა ჩემპიონატში მე-11 და მე-12 ადგილებისთვის ერთმანეთს ბასტიონი და ჰიუნდაი 2დაუპირისპირდნენ.
 შეხვედრა ჰიუნდაი2 -ის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე 63:54 დაამარცხა.  9-10 ადგილებისთვის შედგა აკადემია 2-ისა და ვესტას შეხვედრა,  სადაც ვესტას გუნდმა 89:77 სძლია აკადემია2-ს და მე-9 ადგილი მოიპოვა, ხოლო 13-14 ადგილებისთვის შედგა დინამოსა და მართვეს შეხვედრა, სადაც დინამოლებმა 64:54 აჯობეს მეტოქეს და მე-13 ადგილი დაიკავეს.  

ჰიუნდაი 2 -ბასტიონი 63:54 
ჰიუნდაი 2: გიორგი ქილიფთარი – 18 ქულა, გიორგი მაღლაკელიძე – 14 ქულა, 15 მოხსნა, ვაკო მაისურაძე – 10 ქულა
ბასტიონი: ნიკა ბიძინაშვილი – 23 ქულა, 11 მოხსნა, რატი დოლიძე – 18 ქულა, 16 მოხსნა

აკადემია  2-ვესტა 77:89 
აკადემია 2: გიორგი კვაჭანტირაძე – 20 ქულა, გიორგი მგელაძე – 19 ქულა
ვესტა: დავით პასიკაშვილი – 31 ქულა, 16 მოხსნა, კოტე ლაშხი – 26 ქულა, 15 მოხსნა, ნიკა ბუტიკაშვილი – 20 ქულა, 19 მოხსნა

დინამო -მართვე   64:54 
დინამო: დავით სულხანიშვილი – 13 ქულა, 14 მოხსნა, ლაშა მალანია – 12 ქულა, 13 მოხსნა, გუგა გიორგობიანი – 11 ქულა, ზურაბ კოპაიძე – 10 ქულა, 10 მოხსნა
მართვე: ბექა ჭაჭუა – 22 ქულა, ნიკა გოგოხია – 12 ქულა, 10 მოხსნა, დაჩი დვალაძე – 9 ქულა, 10 მოხსნა