← სიახლე
პროექტი - „კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის“ გრძელდება

2017-10-07

საჯარო სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადების პროცესი კალათბურთის განხრით გრძელდება. პირველი სემინარები 2 დღის წინ ბათუმში ჩატარდა, რომლის დასწრების შემდეგ აჭარის რეგიონის ფიზკულტურის მასწავლებლებმა სკოლებში კალათბურთის გაკვეთილების ჩატარების უფლება სპეციალური სერთიფიკატებით მიიღეს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზკულტურის პედაგოგთა სხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავს

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალიური პროგრამა შეიმუშავა - სახელწოდებით: „კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის“. აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა  ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

ბათუმის შემდეგ, სემინარები ჩატარდა ოზურგეთში, სადაც გურიის რეგიონის ფიზკულტურის მასწავლებლები შეიკრიბნენ. დაახლოებით 35 მასწავლებელს სემინარი საკალათბურთოაკადემიისადა 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბორბისმწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ  ჩაუტარეს. ფიზკულტურის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს 3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი გათამაშდება.

ოზურგეთში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბა- სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ.

პროექტის კოორდინატორები და კალათბურთის სპეციალისტები ოზურგეთიდან ზუგდიდში გადაინაცვლებენ, სადაც სამეგრელოს რეგიონის ფიზკულტურის პედაგოგთათვის გაიმართება საკალათბურთო სემინარები


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890