← სიახლე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

2017-10-04

დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპი გუშინ დასრულდა, დღეს კი კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც პლეი ოფში გასული გუნდები ნახევარფინალში დააწყვილა. გუნდების წარმომადგენლები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში შეიკრიბნენ და კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „რუსთავი“ – „ოლიმპი“ და „ქუთაისი“ – „დინამო“.

კენჭისყრამ განსაზღვრა ასევე მატჩების დროებიც: 5 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „რუსთავი“ – „ოლიმპი“ 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო „ქუთაისი“ – „დინამო“ – 19:00. შეიცვალა 6 ოქტომბერს დაგეგმილი ფინალური მატჩის დრო. წინასწარ გამოცხადებული 19:00-ის ნაცვლად, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური მატჩი 17:00 საათზე გაიმართება. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890