← სიახლე
ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაცია

2017-08-21

გალერეა
VIDEO

დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კალათბურთელმა, ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა და ამჟამად კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა.

სპორტული ჟურნალისტის, ზურაბ თალაკვაძის წიგნის - „ბოისა - ჩემი გზა“ - პრეზენტაცია დღეს  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, სადაც ქართული კალათბურთის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ.

ვლადიმერ ბოისას არაერთი მეგობარი ჰყავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები 22 აგვისტოს, გამთენიისას, საბერძნეთში მიემგზავრება და  ევროპის ჩემპიონატის წინ  საერთაშორისო ტურნირში - „აკროპოლისის თასზე" მიიღებს მონაწილეობას. საბერძნეთიდან კი საქართველოს ნაკრები ისრაელში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

ვლადიმერ ბოისას პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრები, რომლებმაც ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავეს და კონტინენტის მომავალი წლის პირველობის ელიტარულ A დივიზიონში საგზური მოიპოვეს. საქართველოს 16-წლამდელთა დღვანდელ წარმატებას წლების წინ ჩაეყარა საფუძველი. 2001 წელს დაბადებულმა ახალგაზრდებმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რამდენიმე ფუნდამენტურ პროექტში მიიღეს მონაწილეობა, სწორი განვითარება და დიდი გამოცდილება მიიღეს და ეს შედეგიც ლოგიკურია. 3 წლის წინ, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებით ჩაერთო საქართველო პირველად ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც სეზონის განმავლობაში 20-ამდე მატჩი გამართა. ევროპულ სარბიელზე ეს ბიჭები პირველად ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემ გაიყვანეს, რომელთა დიდი მონდომების ხარჯზე ახალგაზრდა ქართველებმა ბევრი საჭირო რამ შეითვისეს. იმ პერიოდში ამოქმედდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანურისასკი ბასკონიასერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღეს გამარჯვებული ნაკრების წევრთა დიდი უმრავლესობა იმყოფებოდა ვიტორიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამართულ კლუბბასკონიაში“, სადაც კლასი აიმაღლეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ  ვლადიმერ ბოისას ავტობიოგრაფიული წიგნი.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი







2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890