← სიახლე
ტურის ცენტრალური შეხვედრის წინასამატჩო კომენტარები

2014-11-22 სუპერლიგის მე-5 ტური გუშინ რეგიონებში დაიწყო. დარჩენილი ორი შეხვედრა კი დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. 
ტურის ცენტრალური მატჩი ,,მგზავრები-არმიასა'' და ,,სოხუმს'' შორის შედგება. გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის'' მთავარი მწვრთნელი): ,,სოხუმმა'' ეს თამაში უნდა მოიგოს, სხვა გზა არ გვაქვს, ძალიან გვჭირდება გამარჯვება. დაძაბული თამაში იქნება, ,,მგზავრები-არმია'' ახალგაზრდული გუნდია და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. 

ანატოლი ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის'' მთავარი მწვრთნელი): მთელი კვირაა ვემზადებით ამ თამაშისთვის, ,,სოხუმი'' არ არის იოლი მეტოქე, ამიტომ დაძაბულ შეხვედრას ველოდებით. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. 

2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890